მდგრადი განვითარების ESG ფაქტორები ტურისტულ ბიზნესსა და საგანმანათლებლო პროგრამებში

მდგრადი განვითარების ESG ფაქტორები ტურისტულ ბიზნესსა და საგანმანათლებლო პროგრამებში

ავტორები

  • კონსტანტინე აბულაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2023.08.02.13

საკვანძო სიტყვები:

ESG (Environment, Social, Governance) ფაქტორები, ESG და მდგრადი განვითარება, ESG და ბიზნესი, ESG და განათლება, სტეიქჰოლდერების კონცეფცია, დაინტერესებულ მხარეთა თეორია, უნივერსიტეტის მესამე მისია

ანოტაცია

კვლევის მიზანია ტურისტულ ბიზნესში, ESG (Environment, Social, Governance) ფაქტორთა აქტუალიზაციისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ტურიზმის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიკაციის ხელის შექყობა, მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენების გზით.

სტატიაში წარმოდგენილია ბიზნესში მდგრადი განვითარების პრინციპების გამოყენების მოკლე რეტროსპექტივა, ESG-ფაქტორთა თანაფარდობის მნიშვნელობა, როგორც ბიზნესის ეკონომიკური პრაგმატიზმისა და სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებელი წინაპირობა. განსაზღვრულია ტურიზმის სპეციალისტთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებში მდგრადი განვითარების ფაქტორთა გამოყენების მიმართულებები.

ამ მხრივ, ჩვენ ქვეყენეში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, გამოყენებულია კვლევის შემდეგი მეთოდები: დაკვირვების, ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფების, თვისობრივი ინფორმაციის ანალიზის, საპროგნოზო კვლევის ექსპერტული.

დასკვნა:

  • მდგრადი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც თანაბარი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.
  • უმაღლეს განათლებას, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მთლიანობის, ეკონომიკური ზრდისა და გლობალური კონკურენციის მხარის დაჭერის თვალსაზრისით.
  • არსებობს წინააღმდეგობები განათლების თანამედროვე სისტემის ფორმირების აუცილებლობასა და ტურიზმის სპეციალისტთა მომზადების, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ აკადემიურ პროგრამებს შორის.
  • მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზდების ყველაზე პერსპექტული მიმართულებაა მათი პროფესიონალური უნარებისა და ფუნქციების ტრანსფორმაცია ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ცვლილებათა კონტექსტში.

კვლევის შედეგი: შემოთავაზებულია ახალი, ტურიზმის მდგრადი განვითარების თვალსაზრისით პერსპექტული სპეციალობები, აკადემიური დისციპლინები და მოკლე სასწავლო კურსები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Friedman, M. Milton Friedman on Economics: Selected Papers/ M. Friedman, G.S. Becker.// University of Chicago Press. 2007. p.191

Freeman, R.E., A Stakeholder Approach to Strategic Management /R. E. Freeman, J. F. Mcvea. // SSRN Electronic Journal. – 2001. https://www.researchgate.net/publication/228320877 (შესვლა საიტზე 10.10.1023)

Jones, T.M. Instrumental stakeholder theory: A synthesis of ethics and economics / Acad. Manage. Rev.1995. № 20 (2) pp. 404–437.

The Sustainable-Development Goals Report, 2020. https://unstats.un.org/sdgs/report/2020/ (შესვლა საიტზე 10.10.1023)

European Study 2016 // Eurosif. https://www.eurosif.org/news/eurosif-report-2016/

(შესვლა საიტზე 21.10.2023).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-01-23

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...