ემოციური ინტელექტი და მისი ძირითადი კომპონენტები: სამეცნიერო ანალიზი ემპათიაზე აქცენტით
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.17საკვანძო სიტყვები:
ემოციური ინტელექტი, ემპათია, ემოციების რეგულაცია, სოციალური კომპეტენციები, ემოციური აღქმაანოტაცია
ემოციური ინტელექტისადმი მზარდი მეცნიერული ინტერესი განპირობებულია მისი გადამწყვეტი მნიშვნელობით ინდივიდის სოციალურ, აკადემიურ და ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში. მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს ემოციური ინტელექტის კომპონენტების, განსაკუთრებით კი ემპათიის, მრავალმხრივი ანალიზის წარდგენას. კვლევა ემყარება მაიერ-სალოვეის უნარობის მოდელს, პეტრიდესის ტრეიტკონცეფციას და თანამედროვე სოციალურ-ემოციურ თეორიებს, რაც საშუალებას იძლევა კომპლექსურად შეფასდეს ემოციური პროცესების კოგნიტური, აფექტური და ინტერპერსონალური მექანიზმები. გამოყენებული მეთოდოლოგია მოიცავს თეორიული კვლევის, სალიტერატურო მიმოხილვისა და თანამედროვე ფსიქომეტრიული ინსტრუმენტების კრიტიკული შედარების ერთობლიობას. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს ემპათიის როლის განახლებულ ინტერპრეტაციაში, რომელიც აერთიანებს ნეირომეცნიერების, სოციალური ფსიქოლოგიისა და ინტერკულტურული კვლევების უახლეს მონაცემებს. მიღებული შეხედულებები ქმნის საფუძველს ემოციური ინტელექტის უფრო ზუსტი მოდელირებისთვის და მისი გამოყენების გაუმჯობესებისთვის განათლებაში, სამუშაო გარემოსა და კლინიკურ პრაქტიკაში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გოლემანი დ., ემოციური ინტელექტი – იქნებ უფრო მეტი ვიდრე IQ , თბილისი: გამომცემლობა „ლურჯი ოკეანე“, 2023.
Cherniss Cary, Emotional Intelligence: Toward Clarification of a Concept, New York: Routledge, 2010.
Decety Jean and William Ickes, eds., The Social Neuroscience of Empathy. Cambridge, MA: MIT Press, 2009.
Goleman Daniel, Emotional Intelligence, New York: Bantam Books, 1995.
Hojat Mohammadreza, Empathy in Health Professions Education and Patient Care. Cham: Springer, 2016.
International Rescue Committee (IRC), Psychosocial Support Programs in South Caucasus, Tbilisi: IRC, 2020.
Izard, Carroll E.,“The Many Meanings/Aspects of Emotion: Definitions, Functions, Activation, and Regulation”, Emotion Review 2 (4): pp. 363–370, 2010.
Mayer John D., Peter Salovey and David R. Caruso, Emotional Intelligence: Theory, Findings, and Implications. Psychological Inquiry 15, no. 3 (2004): pp. 197–215.
Petrides K. V. and Adrian Furnham, “Trait Emotional Intelligence: Psychometric Investigation with Reference to Established Trait Taxonomies”, European Journal of Personality 15, no. 6 (2001): pp. 425–448.
Schulze Ralf and Richard D. Roberts, Emotional Intelligence: An International Handbook, Cambridge, MA: MIT Press, 2005.
Schutte Nicola S., et al., “Emotional Intelligence and Interpersonal Relations”, Journal of Social Psychology 141, no. 2 (2001): 523–536.
UNICEF Georgia, Social and Emotional Learning in Georgian Public Schools, Tbilisi: UNICEF, 2021.



