განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.13საკვანძო სიტყვები:
განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, კიბერშეტევები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, გლობალური თანამშრომლობაანოტაცია
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ რადიკალურად შეცვალა გლობალური უსაფრთხოების პარადიგმა. ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, ინტერნეტი ნივთების (IoT), 5G კავშირი და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა ქმნიან ახალ შესაძლებლობებს, თუმცა, ამავე დროს ზრდიან კიბერუსაფრთხოების სირთულეებსა და საფრთხეებს. აღნიშნულ ტექნოლოგიებთან ერთად იზრდება კიბერშეტევების მასშტაბი, სირთულე და ფარული ზემოქმედების შესაძლებლობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორზე. განსაკუთრებით რისკის ქვეშ დგანან კრიტიკული ინფრასტრუქტურები, სახელმწიფო უწყებები და მონაცემთა ბაზები, რომელთა უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ეროვნულ და საერთაშორისო სტაბილურობასთან.
წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს გააანალიზოს ის ძირითადი კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია განვითარებად ციფრულ ტექნოლოგიებთან. კვლევა ეფუძნება შემთხვევების ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკასა და თანამედროვე სტრატეგიულ მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიბერმდგრადობის კონცეფციას, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებსა და მრავალდონიან კოორდინაციას. ნაშრომში გამოკვეთილია საჭიროება ინტეგრირებული პოლიტიკის, ციფრული სოლიდარობისა და ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გასაძლიერებლად.
აბსტრაქტი ასახავს კიბერუსაფრთხოების ინტერდისციპლინურ ბუნებას და ხაზს უსვამს პრევენციული, რეაგირებისა და აღდგენის პროცესების მუდმივ დახვეწის აუცილებლობას ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
სიდამონიძე ნ., „STUXNET – გლობალური მნიშვნელობის კიბერ იარაღი, რომელმაც ბირთვული საფრთხე შეაჩერა“, ანალიტიკური ცენტრი, გვ.1. 2023. https://shorturl.at/ZFTbI (ბ.ნ. 23.07.2025).
Anderson R. J., “Security Engineering: A Guide to Building Dependable Distributed Systems (3rd ed.)“, Wiley, pp. 1-30. 2020, https://download.e-bookshelf.de/download/0015/3092/35/L-G-0015309235-0048729244.pdf (ბ.ნ. 23.07.2025).
Bada A., & Nurse J. R. C., “Developing cybersecurity education and awareness programmes for small- and medium-sized enterprises (SMEs)”, Information & Computer Security, 27(3), pp. 393-410, 2019, https://scispace.com/pdf/developing-cybersecurity-education-and-awareness-programmes-2pyn2vv1gy.pdf (ბ.ნ. 25.07.2025.)
Böhme R., & Moore T., “The iterated weakest link–A model of adaptive security investment“, Workshop on the Economics of Information Security (WEIS), pp. 81-102, 2012, https://www.scirp.org/pdf/JIS_2016033115021747.pdf (ბ.ნ. 23.07.2025).
Clarke R., & Knake R. K., “Cyber War: The Next Threat to National Security and What to Do About It”, Ecco, 2010, https://georgetownsecuritystudiesreview.org/2013/12/10/richard-a-clarke-and-robert-k-knakes-cyber-war-the-next-threat-to-national-security-and-what-to-do-about-it-harper-collins-2010/ (ბ.ნ. 24.07.2025).
Conti M., Dehghantanha A., Franke K., & Watson S. ‘’Internet of Things security and forensics: Challenges and opportunities”, Future Generation Computer Systems, 78, pp. 544-546, 2018, https://arxiv.org/pdf/1807.10438 (ბ.ნ. 23.07.2025).
Greenberg A., “Sandworm: A New Era of Cyberwar and the Hunt for the Kremlin’s Most Dangerous Hackers”, Doubleday, pp. 1-371, 2020, https://dokumen.pub/sandworm-a-new-era-of-cyberwar-and-the-hunt-for-the-kremlins-most-dangerous-hackers-978-0385544405.html (ბ.ნ. 23.07.2025).
Mohammad N., Khatoon R., Nilima S. I., Akter J., Kamruzzaman M., Sozib H. M., “Ensuring Security and Privacy in the Internet of Things: Challenges and Solutions”, Scientific Research, pp. 257-277, 2024, https://www.scirp.org/journal/paperinformation?paperid=135664 (ბ.ნ. 23.07.2025).
Scmitt M. N., “Tallinn Manual on the International Law Applicable to Cyber Warfare NATO Cooperative Cyber Defence Centre of Excellence”, Cambridge University Press, pp. 1-215. 2013 https://csef.ru/media/articles/3990/3990.pdf (ბ.ნ. 24.07.2025).
Singer, P. W., & Friedman, A. “Cybersecurity and Cyberwar: What Everyone Needs to Know“. Oxford University Press, pp. 1-33, 2014, https://api.pageplace.de/preview/ DT0400.9780199918102_A23618218/preview-9780199918102_A23618218.pdf (ბ.ნ. 24.07.2025)
Singh S., Hosen A. S. M., Yoon B., ‘’Blockchain Security Attacks, Challenges, and Solutions for the Future Distributed IoT Network”, IEEE Access, 8, pp. 13938-13959, 2021, https://scispace.com/pdf/blockchain-security-attacks-challenges-and-solutions-for-the-47ml7a9t5w.pdf (ბ.ნ. 23.07.2025).
Svitlyk Y., ,,ყველაზე ცნობილი ჰაკერული თავდასხმები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მოხვდა”, Root Nation, pp.1. 2023, https://ka.root-nation.com/en/articles-en/tech-en/en-most-famous-hacker-attacks/ (ბ.ნ. 25.07.2025).
Svitlyk Y., ,,OpenAI ახალი სუპერძალა: რა არის ChatGPT აგენტი?”, Root Nation, pp. 1. 2023, https://ka.root-nation.com/en/articles-en/services-en/en-chatgpt-new-super-power/ (ბ.ნ. 25.07.2025).



