პიროვნული თვითშეფასების განმსაზღვრელი ფაქტორების მულტიფაქტორული ანალიზი

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.03.02

საკვანძო სიტყვები:

თვითშეფასება, დაბალი თვითშეფასება, ადექვატური თვითშეფასება, მაღალი თვითშეფასება, ფაქტორი

ანოტაცია

          წინამდებარე გამოკვლევის მიზანს წარმოადგენს პიროვნების თვითშეფასებაზე ზემოქმედების  ფაქტორების ანალიზი.

          კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით. კვლევაში მონაწილეობდა 300 ცდისპირი, რომლის ასაკიც 18 წლიდან იწყებოდა.  კვლევის ამოცანებად განისაზღვრა თვითშეფასებაზე მოქმედი ფაქტორების თეორიული ანალიზი და ემპირიული კვლევა,  მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევისა და შემუშავების საფუძველზე.  კვლევაში გამოყენებულ იქნა როზენბერგის თვითშეფასების კითხვარი და კეტელის კითხვარი.

        კვლევის ძირითადი ვექტორი მიმართული იყო კეტელის კითხვარში გამოყოფილ 16 ფაქტორსა და თვითშეფასებას შორის ურთიერთკავშირის დადგენას.

        კვლევის შედეგების მიხედვით თვითშეფასების მაჩვენებელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდივიდის პიროვნულ მახასიათებლებთან. ეს კავშირი იმ ფორმატით ვლინდება, რომელშიც თვითშეფასების ცვლილებაზე ზეგავლენას ახდენს არა ერთი რომელიმე ან რამდენიმე ფაქტორი, არამედ კომპლექსური და ერთდროული პროცესი. ფაქტორული ანალიზის მიხედვით ერთად მოქმედ ჯგუფში გაერთიანდა 16 დან 14 ფაქტორი, გარდა დომინანტობა-დაქვემდებარებულობის ფაქტორისა და ფრუსტრირებულობის ფაქტორისა. ეს ორი უკანასკნელი ფაქტორი ცალკე ჯგუფად გამოიყო და ერთმანეთთან მაღალი დამოკიდებულება აჩვენა.

          რეგრესიული ანალიზით შეფასდა თვითშეფასებაზე ასაკისა და ინდივიდის პიროვნული მახასიათებლების ზემოქმედება. ერთ შემთხვევაში, ანალიზი ჩატარდა პიროვნული მახასიათებლების გამსხვილებულ 4 ჯგუფთან მიმართებაში და მეორე შემთხვევაში, პიროვნული მახასიათებლების თექვსმეტივე ფაქტორთან. პირველ შემთხვევაში, ზემოქმედების მაჩვენებელი იყო 52,5% და მეორე შემთხვევაში, 75,2%. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თვითშეფასებაზე ზეგავლენას ახდენს ინდივიდუალურად და ერთმანეთთან კომბინაციაში არსებული თითქმის ყველა ფაქტორი.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ნინო ბერუაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი

მაია კალანდარიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფსიქოლოგიის დოქტორი

წყაროები

ბალიაშვილი, მ., ,,პიროვნების ფსიქოლოგიის საფუძვლები“, თბილისი, უნივერსალი, 2012.

ნადირაშვილი, დ., ,,სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა“, თბილისი სანგუ, 2009.

Fennel, M. J., Low self-esteem: A cognitive Behavioral and Cognitive Psychotherapy, 1997.

Fennell, M., Overcoming Low Self-Esteem. New York: New York University Press, 2001.

MacDonald, J. P., The relationship between life satisfaction, risk-taking behaviors, and youth violence. Journal of Interpersonal Violence, 2005.

Rogers, C., (1951). Client-centered therapy: Its current practice, implications and theory. London: Constable.

Аарон Бек, А., Раш, Брайан Шо, Гэри Эмери, Когнитивная терапия депрессии, 1990.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-28

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.