გაზეთი “ზე ჯორჯიამ მეილი-ს” და „ზე ტრანსკავკაზიან პოსტი-ს“ სადაზვერვო ზეგავლენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სამხედრო უსაფრთხოებაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.02.03საკვანძო სიტყვები:
ბეჭდური პრესა, დაზვერვა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ინგლისი, „ზე ჯორჯიამ მეილი“ანოტაცია
პრესა, „რბილი“ ძალის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. სამიზნე ქვეყნის, ორგანიზაციის, პირის მიმართ მის გამოყენებას მზვერავი სახელმწიფოებიც აქტიურად ახორციელებენ. შესაბამისად, პრესა სამიზნე ქვეყნის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამსახურების შესწავლის საგანს წარმოადგენს. პრესის მეშვეობით, ინფორმაციის მოპოვების გარდა, შესაძლებელია სადაზვერვო პროპაგანდის და ამავე მიმართულების დეზინფორმაციის წარმოება, რაც სამიზნე ობიექტის დემორალიზაციის, კომპრომეტაციის დეზინფორმაციის შესაძლებლობებს იძლევა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გამომავალი ბეჭდური პრესა შეიცავს სადაზვერვო ზეგავლენისა და შეღწევადობის ნიშნებს, რასაც, როგორც იდენტიფიცირებულ საფრთხეს, ყველა სახელმწიფო სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის ნიშნების შემცველ ქმედებებს უპირისპირებდა. ქვეყნის შიგნით გაზეთის დახურვა და ცენზურის დაწესება ხდებოდა, ხოლო ქვეყნის გარეთ -საკუთარი ინტერესის შესაბამისი პროპაგანდის წარმოება პრესის მეშვეობით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემთხვევაში საქმე გვაქვს მთავრობის მიერ ცენზურის პრაქტიკულად გამოუყენებლობასთან. ყოველივე იმ ფონზე ხდებოდა, როდესაც საქართველო ადმინისტრაციულად მთელ თავის ტერიტორიას (აჭარა, მესხეთი) ვერ აკონტროლებდა, ხოლო უცხო სახელმწიფოების დაზვერვა საკმაოდ თავისუფლად მოქმედებდა, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდის განხორციელების თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავრობა არ აღასრულებდა სახელმწიფოს პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ერთ-ერთ უპირველეს მოვალეობას - სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკური და სამხედრო სტაბილურობაზე მოქმედი იდენტიფიცირებული საფრთხის ნეიტრალიზაცია / რისკის ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიმართულებით.
კვლევის მიზანია დავადგინოთ 1919-1920 წლებში საქართველოში გამომავალი პრესის როლი, როგორც პოლიტიკური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების წყარო. შესწავლის ობიექტებად შერჩეულია საკვლევ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გამომავალი ინგლისურენოვანი გაზეთი „ზე ჯორჯიან მეილი“„The Georgian Mail“. ქართულენოვანი გაზეთები („საქართველოს მთავრობა“, „საქართველო“, „ერთობა“, „სახალხო საქმე“).
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობების, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის შესწავლით დაკავებული მკვლევრებისათვის, საგარეო, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებებისათვის, მასმედიის წამომადგენლებისათვის და ფართო საზოგადეობისათვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
გაზეთი „The Georgian Mail” 1920, №2.
გაზეთი „The Georgian Mail” 1920, №25.
გაზეთი „The Georgian Mail” 1919, №4.
გაზეთი „The Georgian Mail” 1919, №4.
გაზეთი „The Georgian Mail” 1920, №41.
გაზეთი „The Georgian Mail” 1920, №46.
გაზეთი „The Georgian messenger”, 1919, №2
გაზეთი “The Trans-Caucasian Post”, 1919, №1
გაზეთი “The Trans-Caucasian Post”, 1919, №3
გაზეთი “The Trans-Caucasian Post”, 1919, №7
გაზეთი “The Trans-Caucasian Post”, 1919, №8
გაზეთი „ერთობა“, 1919, №4
გაზეთი “საქართველო”, 1919, №40
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №46
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №7
გაზეთი „სახალხო საქმე“, 1919, №422
გაზეთი „სახალხო საქმე“, 1919, №425
გაზეთი „სახალხო საქმე“, 1919, №430
ლისმანი უ., „ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა“, 1947, გვ.201
სურგულაძე პ., „გაზეთები „The Georgian Messenger” და „The Georgian Maill“, როგორც წყარო ინგლისური პოლიტიკის გარკვევისთვის ამიერკავკასში და ახლო აღმოსავლეთში 1919-1920 წლებში“, 1982, №227



