ირანის ბირთვული პროგრამის ჩამოყალიბების ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზები

ავტორები

  • ომარ თურმანიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/splogos.2025.14

საკვანძო სიტყვები:

ირანი, აშშ, სანქციები, იარაღის გაუვრცელებლობა, გაერო

ანოტაცია

        ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შექმნის ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზების ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა,  ისლამური რევოლუციის შემდეგ ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში სრულიად განსხვავებულ გზას დაადგა. ირანის მიზანია ბირთვული პროგრამის განვითარებითა და ბირთვული იარაღის შექმნით განსაკუთრებული როლი ითამაშას, როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ პოლიტიკაში. თუკი შაჰის დროს ბირთვული ამბიციები მხოლოდ ენერგორესურსების გამდიდრებით იყო განპირობებული, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით კი ირან-ერაყის ომის დასრულებისას ახალმა ხელისუფლებამ ბირთვული იარაღის შექმნა დაისახა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა მხრიდან არაერთი კონტრზომა გატარდა იმისათვის, რომ ირანისთვის შეეზღუდათ ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება, დაუწესდა არაერთი ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, დასავლეთისა და აშშ-ის მიერ, ირანი კვლავ განაგრძობს მიზნისკენ სწრაფვას, რომ შექმნას და განავითაროს ბირთვული იარაღის პოტენციალი. 2015 წელს ირანსა და 5+1 (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი +გერმანია) შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასა და მისი კონტროლის შესახებ, რომელიც იმავე წელს გაეროს რეზოლუციითაც იქნა აღიარებული, მაგრამ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გავიდა აშშ - 2018 წელს, ტრამპის ადმინისტრაციის დროს, შემდეგ ირანმა უარს გაცხადა ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე და ამაში აშშ-ს ადანაშაულებდა. აშშ-ის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლას, ასევე მოჰყვა ირანის მიმართ სანქციების გამკაცრება. დღეისათვის გაერო და ხელშეკრულების მონაწილე სხვა სახელმწიფოები კვლავ მოუწოდებენ ირანსა და აშშ-ს დაუბრუნდნენ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა ამ დროისათვის რაიმე ხელშესახები ნაბიჯები არ გადადგმულა ამ მიმართულებით. ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნისკენ მისწრაფება კვლავ რჩება, როგორც რეგიონულ, ასევე გლობალური დონის უსაფრთხოების საკითხად. 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ომარ თურმანიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი

წყაროები

არტი, რ. ჯერვისი, რ. საერთაშორისო პოლიტიკა - მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011.

კისინჯერი, ჰ. მსოფლიო წესრიგი. მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე. თბილისი: ინტელექტი, 2014.

მაისაია, ვ. მაღრაძე, გ. 21-ე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების“ თეორია: მითი და რეალობა - რეგიონული და გლობალური ასპექტები. თბილისი: გამომცემლობა უნივერსალი, 2017.

ჯენტლესონი ბ. ამერიკის საგარეო პოლიტიკა - არჩევანის დინამიკა 21-ე საუკუნეში. მთარგმნელი აფრასიძე დ, მიქაუტაძე ა, აბაშიძე ა, გვალია გ, ტიკარაძე ნ, სიხარულიძე ტ, ქუმსიაშვილი თ და ფავლენიშვილი ნ. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

Barzegar K. Iran’s Foreign Policy post-invasion Iraq, Middle East Policy. 2008. https://www.belfercenter.org/ .

Behrang F. U.S. Foreign Policy Interests and Iran’s Nuclear Program. University of Saskatchewan. 2012. http://hdl.handle.net/10388/ETD -2012-08-721

Cohen, John H. "Collaborative Security: A New Framework for International Peace." The Marshall Center Papers, No.3, 2000.

Kroenig M. M. “The Logic of American Nuclear Strategy: Why Strategic Superiority Matters." 2018. https://www.jstor.org/stable/26430819

Ogunnoiki A. United States Foreign Policy on Iran’s Nuclear Programme: from BUSH to TRUMP Administration. African Journal of Social Sciences and Humanities Research, ISSN: 2689-5129 Volume 4, Issue 1, 2021.

Reardon R.J. Iran’s Nuclear Program: Past, Present, and Future. 2023. https://www.jstor.org/stable/10.7249/j.ctt1q60rb.10

Tabatabei A. Preserving the Iran Nuclear Deal: Perils and Prospects. 2017. http://www.jstor.com/stable/resrep04931

Takeyh R. The Nuclear Deal Fallout: The Global Threat of Iran. 2017. https://www.cfr.org/report/nuclear-deal-fallout-global-threat-iran

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-05-01

გამოცემა

სექცია

Articles