სახელმწიფო მხარდაჭერის ზომები და გამოწვევები COVID 19 პანდემიის დროს საქართველოსა და მსოფლიოში
DOI:
https://doi.org/10.52340/splogos.2025.07საკვანძო სიტყვები:
კოვიდ-19, პანდემია, ვირუსი, ვაქცინაცია, მთავრობაანოტაცია
COVID-19 ვირუსი,რომელიც თავს დაატყდა მსოფლიოს, ბევრად მეტი იყო, ვიდრე ჯანმრთელობის კრიზისი. ვირუსით დაზარალებულ ყველა ქვეყანაში იყო იმის შესაძლებლობა, რომ მას გამოეწვია მძიმე კრიზისი სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში და დატოვა ღრმა ჭრილობები.
გაეროს განვითარების პროგრამამ იმუშავა, რათა დახმარებოდა ქვეყნებს სწრაფად და ეფექტურად ეპასუხათ COVID-19-ის გამოწვევბზე: სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება და კრიზისებისადმი მდგრადობის.
სტატიაში განხილულია СOVID-19 პანდემიის გავრცელება მსოფლიოში, აღწერილია დაავადების სიმპტომები და სირთულე, მისი გავრცელების მასშტაბები და პრევენციული ზომები.
სტატიაში განხილულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და გაეროს მხარდაჭერა ვირუსისი გავრცელების წინააღმდეგ.
ჯანმო მჭიდროდ თანამშრომლობდა ექსპერტებთან, მთავრობებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა ერთად ემუშავათ COVID-19-ის გავრცელების მონიტორინგისთვის და მხარი დაეჭირათ ქვეყნებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის რჩევებით და რეკომედაციებით, თუ როგორ დაეცვათ ჯანმრთელობა და თავიდან აეცილებინათ ვირუსის შემდგომი გავრცელება.
სტატიაში აღწერილია საქართველოში ვირუსის გავრცელების ეტაპები, ქვეყნის ხელისუფლების ანტიკრიზსული გეგმა და ყველა ის ღონისძიება, რომელიც მან გაატარა ვირუსის შესაჩერებლად და მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.
საქართველო პირველი ქვეყანა იყო სამხრეთ კავკასიაში, სადაც 2020 წლის თებერვლის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. მაგრამ ხელისუფლებამ სწრაფად მოახდინა რეაგირება ვირუსის გავრცელების საფრთხეზე, ბევრ ქვეყანას წინ უსწრებდა მკაცრი შეზღუდვების შემოღებას და საჰაერო მიმოსვლის დახურვას. თუმცა შემდგომ დაავადებულტა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Родионов, Михаил. „Пандемия коронавируса закончилась. Она длилась 1150 дней“. газета.ру. 05 мая 2023. https://www.gazeta.ru/social/2023/05/05/16663892.shtml .
World Health Organization. RECOMMENDED ACTIONS BEFORE, DURING AND AFTER A PANDEMIC. National library of medicine. 2009. https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK143063/ .
World health organization. what is vactination. Vaccines and immunization: What is vaccination?. 23.04.2024. https://www.who.int/news-room/questions-and-answers/item/vaccines-and-immunization-what-is-vaccination#:~:text=30%20August%202021.-,What%20is%20vaccination%3F,makes%20your%20immune%20system%20stronger
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. Georgia e-health: აპლიკაცია ე.წ. მწვანე პასპორტისთვის. vaccines.ncdc.ge. 17,11.2021. https://vaccines.ncdc.ge/blog/2021/11/17/georgia-e-health-aplikatsia-e-c-mcvane-pasportisthvis/
საქართველოს მთავრობა. კოვიდ-19 -ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში. Stop.Cov.Ge. 04.06.2020.



