პალეონტოლოგიური აღმოჩენები აჭარაში
საკვანძო სიტყვები:
აჭარა, პალეონტოლოგი ნამარხები, ზღვიური ფაუნა: ფორამინიფერები, მოლუსკები: ნუმულიტები, ამონიტები, ბელემნიტები, გეოლოგიური ისტორია, განამარხებული გოდერძის ფლორა, ქობულეთის ტორფიანების ნამარხი ფლორაანოტაცია
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია აჭარის ტერიტორიის პალეონტოლოგიური აღმოჩენები და მათი მნიშვნელობა რეგიონის გეოლოგიური და ბიოლოგიური წარსულის შესაწავლად.
მთავარი პალეონტოლოგიური აღმოჩენებია აჭარაში: 1. ზღვიური ფაუნა – მოლუსკები და ფორამინიფერები. 2. ფლორა (მცენარეული ნაშთები).
აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მიოცენ-პლიოცენის ზღვის დროინდელი გაქვავებული მოლუსკები - ძირითადად ორსაგდულიანი და მუცელფეხიანი ნიჟარები, როგორიცაა Turitella, Ostrea, Cardium, Donax, Nucula, Arca, Trigonia და სხვა.
მახუნცეთში, ჭვანაში, ზვარეს, ს. შუახევის, ხიხანის მიდამოები, მდ. აჭარისწყლის ხეობაში, ცარცულ ქანებში მოიპოვება ამონიტები, ბელემნიტები, ნუმულიტები აგრეთვე ერთუჯრედიანი ფორამინიფერები. ქობულეთის თიხიან შრეებში, დადასტურებულია თევზის ანაბეჭდები. ასევე, რეგიონში მოიპოვება ზღვის ზღარბების, ზღვის ვარსკვლავების და სხვა ეკალკანიანების გაქვავებული ნაწილები.
ნამარხი მცენარეებიდან აღსანიშნავია მსოფლიო მნიშვნელობის გოდერძის გაქვავებული ტყე (გოდერძის უღელტეხილის მიდამოებში, ზღვ. დ.-ან 1600-2100 მ.). 15 მილიონი წლის წინ აქ ხარობდა ტყე, რომელიც ვულკანური ლავით დაიფარა. დროთა განმავლობაში ქანებში მოყოლილი ხის ნაწილები გაკაჟდა, ოპალად გარდაიქმნა. ალაგ-ალაგ საუკეთესოდ არის შემონახული ფოთლოვანი თუ წიწვოვანი მცენარეების: მუხის, თელის, წიფლის, ფიჭვის, ნაძვის, სოჭის, ვაზის, პალმის, ბზის, ლეღვის ფოთლების ანაბეჭდები და გაქვავებული ღეროები. გოდერძის ტყის ოლიგოცენი-მიოცენის უძველესი ფლორის ნაშთები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ კავკასიური ფლორის ევოლუციის შესასწავლად.
ქობულეთის ტერიტორიაზე ტორფიან-ჭაობიან ფენებში იდეალურადაა შენარჩუნებული მცენარეული, ტორფწარმომქნელი ჭაობის ბალახების, სფაგნუმების, ასევე ფოთლოვანი ხეების, როგორც მაკრონაშთები (ღერო, ფესვი, ფოთოლი), ისე მიკრონაშთები (მტვერი, ბიოლოგიური ანალიზი) და სხვ.
აჭარაში აღმოჩენილი პალეონტოლოგიური მასალა - ნამარხი ფაუნა და ფლორა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვისა და კავკასიონის გარემოს ისტორიის რეკონსტრუქციაში, ადგენს ზღვათა მოძრაობის ისტორიას ამ რეგიონში, აჩვენებს შავი ზღვის რეგიონის პალეობიოგეოგრაფიულ ისტორიას, კლიმატურ და ეკოლოგიურ ცვლილებებს, ზღვის დონის ცვალებადობას, აჭარის კლიმატის განვითარებას და სხვ. ბუნების ცვლილებებს მილიონობით წლების მანძილზე მეზოზოური დროიდან და შემდგომ პერიოდში. ზღვიური ორგანიზმები ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ღრმა ზღვის არსებობას ძველი პერიოდიდან, (დაახლოებით 90-70 მლნ. წლის წინ). უფრო ადრე კი ეს ტერიტორია ოკეანის ფსკერი იყო.
ბევრი ეს ადგილი, მაგ. გოდერძის ნამარხი ტყე, შესულია საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობაში და აქტიურად გამოიყენება როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბლიაძე მ. ,,შავი ზღვა’’, 23 აგვისტო, 2018. (ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge )
გოგებაშვილი ი. ქსე ტ. 10. თბ. 1986 გვ. 365
დავითაშვილი ლ. ,,პალეონტოლოგია’’. თბ. 1938 .
მჭედლიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ. 1984. - გვ. 487
ნიჟარაძე ნ., ჯიბუტი ნ. აჭარის ასსრ. ბათუმი, 1957.
ქსე, ტ. 5, ჟორდანია რ., გვ. 366, თბ. 1980.
„საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.
გოგებაშვილი ი., ქსე, ტ. 10, თბ., 1986. გვ. 365.).
ძველაია მ., კვირკველია ბ. ,,აჭარის გელოგიური ისტორია’’. თბ. 1987
Узнадзе М., ,,Неогеновая флора Грузий’’,. თბ. ,,მეცნიერება'', 1965.
რესურსები ინტერნეტში. www.amnh.org გადაშენებული ცხოველები და მცენარეები. დაარქივებული 2011-10-13 საიტზე Wayback Machine. ნამარხი ცხოველები. იხ.: https//ka.wikipedia org/wiki. ,,თეტისის ოკეანე’’. 29 აგვისტო. 2013 წ. http//genIa.ge