ფრანკ მაისლერის კოლექცია აჭარის ხელოვნების მუზეუმიდან
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2024.01.002საკვანძო სიტყვები:
ქინდერტრანსპორტი, უნივერსალური ხელოვნება, იუდაიკა, ბიბლიური, მოოქრულიანოტაცია
2009 წლის ოქტომბერში აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელოვნების მუზეუმს გადასცა გამოჩენილი ებრაელი მოქანდაკის ფრანკ მაისლერის ნამუშევრების სოლიდური კოლექცია. ეს მრავალფეროვანი კრებული 73 ექსპონატს მოიცავს, რომელშიც თავმოყრილია ავტორისათვის დამახასიათებელი თემატიკური კომპოზიციები, ყოფითი სცენები, ინდივიდუალური პორტრეტული სახეები, ბიბლიური სიუჟეტები, სხვადასხვა საკულტო ნივთები, დეკორატიული დანიშნულების საგნები, ანიმალისტური ჟანრის ნიმუშები.
გამოჩენილი მოქანდაკე ფრანკ მაისლერი დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქ დანციგში 1929 წელს(ახლანდელი გდანსკი, პოლონეთი). მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად,"ქინდერტრანსპორტინგმა" მომავალი ხელოვანის ინგლისში გამგზავრება მოახერხა, მთელი მისი ოჯახი კი ჰოლოკოსტის კატასტროფას შეეწირა. სხვადასხვა დროს ის ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციაში (BBC) მსახუროობდა, მიიღო არქიტექტორის ხარისხი მანჩესტერის უნივერსიტეტში. 1960 წელს ფ.მაისლერი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, მისი სახლი და გალერეა ძველი იაფოს მხატვართა კვარტალში მდებარეობს.1999 წ. ჩეხეთის ხელოვნების აკადემიამ შემოქმედებითი მიღწევებისთვის ხელოვანს ფრანც კაფკას სახელობის ოქროს მედალი მიანიჭა. ფრანკ მაისლერი გარდაიცვალა 2018 წელს თელ-ავივში.
ხელოვნების მუზეუმში დაცული ფ. მაისლერის ნაწარმოებები განეკუთვნება ქანდაკების, მცირე პლასტიკის და დეკორატიული ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებს, რომლებიც პირობითად შემდეგ კატეგორიებს აერთიანებს, ესენია: ე.წ. "ინდივიდუალური სკულპტურები“, "უნივერსალური ხელოვნება" და „იუდაიკა".
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბზიანიძე ზ. , ელაშვილი ქ. 2006. სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია ტ. I, გამომცემლობა ბაკმი. თბილისი
აბზიანიძე ზ. , ელაშვილი ქ. 2007. სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია ტ. I I, გამომცემლობა ბაკმი. თბილისი
Frank Meisler, 2009. Universal Art, Judaica – Catalogue. Production by Itzuvim –