ბათუმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ვითარება 1879-1885 წლებში
DOI:
https://doi.org/10.52340/gmg2024.01.007საკვანძო სიტყვები:
ბათუმის ისტორია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება, ეთნიკური მრავალფეროვნება, კულტურა, რუსეთის იმპერიაანოტაცია
კვლევა განიხილავს ბათუმის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ვითარებას 1879-1885 წლებში - პერიოდში, რომელიც ქალაქის სწრაფი გარდაქმნით გამოირჩეოდა რუსეთის იმპერიაში 1878 წელს გაერთიანების შემდეგ. სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებზე, იმ დროისათვის დამახაასიათებელ პრესაზე დაყრდნობით, ნაშრომი აანალიზებს იმპერიული ადმინისტრაციული რეფორმებით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გარემოს, ადგილობრივი და უცხოელი საზოგადოებების საქმიანობას, ასევე ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ ცვლილებებს შორის ურთიერთკავშირს, ბათუმის ეთნიკურ და კონფესიურ მრავალფეროვნებას. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბებას, წიგნიერების გავრცელებას და რელიგიური თუ ეთნიკური მრავალფეროვნების როლს ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კვლევა ეფუძნება ისტორიულ-აღწერით ანალიზს და შედარებითი ისტორიის ელემენტებს, რაც შესაძლებელს ხდის ბათუმის გააზრებას, როგორც სტრატეგიული პორტისა და მრავალკულტურული ურბანული ცენტრის. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 1879-1885 წლები ბათუმის ინტეგრაციის ფორმირების ეტაპი იყო იმპერიულ სისტემაში, რასაც თან ახლდა ახალი სამოქალაქო აქტივობების წარმოშობა და ტრადიციულ სოციალურ სტრუქტურებსა და მოდერნიზაციის ტალღას შორის დაძაბულობა. აღნიშნულმა პერიოდმა საფუძველი დაუდო იმ დინამიკურ სოციალურ-კულტურულ პროცესებს, რომლებიც ბათუმის განვითარებას XX საუკუნის მიჯნაზე დაახასიათებდა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ახვლედიანი ხ., 1978. „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“, ბათუმი.
„სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტომი 3, რედაქტორები: სურგულაძე აბელი, სიორიძე მალხაზი, გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახლმეწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი 2008;
ფალავანდიშვილი გ., 2001. „ბათუმის კულტურული ცხოვრების ისტორია (XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში)“ . ეროვნული ხელნაწერთა ცენტრი.
Френкель А. 1878. Очерки Чурук-су и Батума, Тифлис;
გაზეთი „დროება“, #24. 1879;