სასტუმრო სახლის კულტურა აჭარაში სოფელ ზუნდაგას ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით

სასტუმრო სახლის კულტურა აჭარაში სოფელ ზუნდაგას ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით

ავტორები

  • რუსუდან კობრავა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.008

საკვანძო სიტყვები:

სასტუმრო სახლი, მეიდან ოდა, ზუნდაგა, ქვის ყორე, საქარავნე გზა, სტუმარი

ანოტაცია

ქართველთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სტუმართმოყვარეობის ტრადიციას. ოდითგანვე საქართველოში სტუმარმასპინძლობის დაუწერელი კანონები არსებობდა. სტუმარი ქართველისათვის კულტად იყო ქცეული.

    ქართულ ეთნოლოგიაში სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია სასტუმრო სახლების კვლევას.

   აჭარაში და სავარაუდოდ არა მხოლოდ აჭარაში, სასტუმრო სახლები სათემო მოედნების ახლოს შენდებოდა. ღამის გამთევი, როგორც წესი, ღამის თევასა და კვებაში საფასურს არ იხდიდა. სასტუმრო სახლების მოვლა-პატრონობა სათემო საქმე იყო. თითოეული ოჯახი ვალდებული იყო სასტუმრო სახლს მორიგეობით მომსახურებოდა. დაეცვა წესრიგი. უზრუნველეყო ლოგინით, წყლით, შეშით, ცხენის საკვებით, დროულად შეეკეთებინა სახურავი და ა.შ.

   დაახლოებით ამგვარ სასტუმროს  ცალკეული ოჯახიც აგებდა. სასტუმრო ოთახი ცალკე შენობას წარმოადგენდა და სახლთან ახლოს 10-12 მეტრის დაშორებით იდგა.          

   სასტუმრო სახლის გარდა სტუმრის მოსასვენებელი, კეთილმოწყობილი ოთახი საცხოვრებელ ბინაშიც იყო წარმოდგენილი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელი ცალკე ასასვლელი და მხოლოდ სტუმრისათვის განკუთვნილი საპირფარეშო გააჩნდა. 

    აჭარაში ტრადიციულ საცხოვრებელ სახლში შემავალ, სტუმრისათვის განკუთვნილ ოთახს „მეიდან ოდას“ უწოდებდნენ. გზაზე შემოღამებულ მგზავრს ნებისმიერ დროს შეეძლო ესარგებლა  სასტუმრო ოთახით, მაშინაც კი  თუ მასპინძელი შინ არ იყო. „მეიდან ოდას“ სტუმარი მიუხედავად მისი წარსულისა, სტუმრობის დროს ხელშეუხებელი იყო.

თანამედროვეობაში  „მეიდან ოდას” მთავარი დანიშნულება თანდათანობით მოიშალა,  მაგრამ სტუმარმასპინძლობის ტრადიცია გრძელდება.

 სტატიაში წარმოდგენილია მასალები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში  ცალკე მდგომი  სასტუმრო სახლის „მეიდან ოდას“ შესახებ, რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხნისაა.ასევე ინფორმაცია  სახლზე, სადაც XIX საუკუნის 90-იან წლებში, აჭარაში ყოფნის დროს ცხოვრობდა მკვლევარი, ეთნოგრაფი, მწიგნობარი ზაქარია ჭიჭინაძე.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

რუსუდან კობრავა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი

წყაროები

ბარისაშვილი გ. სტუმარმასპინძლობა საქართველოში, ნაწ. II (სტუმრისადმი დამოკიდებულება), 2015 წ. - იხ.: http://vinoge.com/istoria/giorgi-barisaSvili-stumar-maspinZloba-saqarTveloSi-nawili-II-stumrisadmi-damokidebuleba ნანახია: 23.11.2023

ბაქრაძე დ. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, თბილისი 1987

კომახიძე თ. რელიგია და საღვთისმსახურო ნაგებობები აჭარაში, ბათუმი 2000

მეიდან ოდა აჭარაში. 2020 წ. იხ.: https://www.youtube.com/watch?v=VVXTSlXZ_I4 ნანახია: 20.11. 2023

მიქელაძე ჯ. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი აჭარაში, ბათუმი 1982

მურიე ჟ. ბათუმი და ჭოროხის აუზი, ბათუმი 1962

სახოკია თ. მოგზაურობანი, ბათუმი 1962

სულხან -საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, თბილისი 1991

ფარტენაძე ვ. აჭარისწყლის ხეობა(ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა ქედის მუნიციპალიტეტის მიხედვით). ბათუმი 2020

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი. ბათუმი 2019

ჩიქოვანი თ. ზემოაჭარული სახლი, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები. ბათუმი 1960

ხულოს რ-ნის კომპლექსური ექსპედიციის მასალები 1949 წ. აჭმ ხფ N 114

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-08-18

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...