მიცვალებულის დაკრძალვისა და გლოვის ტრადიციები (გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

მიცვალებულის დაკრძალვისა და გლოვის ტრადიციები (გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

ავტორები

  • ნინო ხარჩილავა სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.16

საკვანძო სიტყვები:

ეთნოგრაფიული გალი, დაკრძალვის და გლოვის ტრადიციები

ანოტაცია

 ნაშრომში გალის რაიონის ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილია დაკრძალვისა და გლოვის წეს-ჩვეულებები. ადამიანის გარდაცვალება საზოგადოებისთვის მნიშნელოვან მომენტს წარმოადგენს, რადგან იგი ოჯახთან, მის წევრებთან არის დაკავშირებული. ამასთან გარდაცვლილის მიმართ ზნეობრიობის გარდა, ოჯახის წევრთა უფლება-მოვალეობასა და ვალდებულებებსაც გულისხმობდა. ერთხელ ჩამოყალიბებული დაკრძალვისა და გლოვის წეს-ჩვეულებები, ეთნიკური ტრადიციებიდან გამომდინარე თაობიდან თაობას გადაეცემოდა, თუმცა, საუკუნეთა მანძილზე, დროთა ვითარებაში ცვლილებებსაც განიცდიდა. გალის რაიონის ეთნოგრაფიულმა ყოფამ ბოლო დრომდე მეტნაკლებად შემოინახა ძველი წეს-ჩვეულებები. ზოგი რიტუალი ინარჩუნებს ადრინდელ სახეს და თითქმის უცვლელად არის შემორჩენილი, მიუხედავდ იმისა, რომ ბევრ მათგანს ქრისტიანული მოძღვრება კრძალავს. გალის რაიონში მოპოვებული წეს-ჩვეულებები მთლიანად ემთხვევა ქართველი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის მონაცემებს და ამავე დროს ლოკალური თავისებურებების შემცველიცაა. მიცვალებულის დაკრძალვისა და გლოვის წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებული რიტუალები ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო რელიგიურ სისტემებში. თემის წყარო-თმცოდნეობის საფუძველს ძირითადად ეთნოგრაფიული მონაცემები წარმოადგენს, რომლებიც ავტორის მიერ XX საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ გალის რაიონშია მო-პოვებული. ეს მასალები შეჯერებულია ისტორულ წყაროების მონაცემებთან. საკით-ხთან დაკავშირებით პრობლებაზე მუშაობისას დავეყრდენით XVII საუკუნის კათო-ლიკე მისიონერის არქანჯელო ლამბერტის, ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის, XX სა-უკუნის ცნობილი ისტორიკოსის სერგი მაკალათიას, ეთნოგრაფ თედო სახოკიას და სხვა მეცნიერთა ეთნოგრაფიული მონაცემებს. ეთნოგრაფიული მასალების ანალიზი საფუძველს გვაძლევს ვიმსჯელოთ სიკვდილის მიზეზებზე, გარდაცვლილისა და სა-ზოგადოების დამოკიდებულებაზე, სიცოცხლის არსზე და ოჯახურ ურთიერთობებზე. ანალიზთან ერთად ნაშრომში პირადი საველე მასალების, დაკვირვებებისა და ანალიზის საფუძველზე გამოტანილია დასკვნები.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნინო ხარჩილავა, სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

წყაროები

ბახია-ოქრუაშვილი ს., ეთნოგრაფიული მონაცემები სამურზაყანოდან, კრ: აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურის ძეგლები, საერთაშო-რისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 2021;

გიორგაძე დ., დაკრძალვისა და გლოვის წესები საქართველოში, თბ., 1987;

დონ არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, იტალიურიდან თარგმნა ალექსანდრე ჭყონიამ, თბ., 1991;

მაკალათია ს., საქართველოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;

მაკალათია ს., ხევსურეთი, თბ., 1984;

სახოკია თ., „სამურზაყანო“, ჟურნალი „მოამბე“, 1896;

სახოკია თ., მიცვალებულის კულტი სამეგრლოში, ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1956;

შავიანიძე დ., სამეგრელო (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 2015;

შარდენის მოგზაურობა, ფრანგულიდან თარგმნა, გამოიკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლი0შვილმა, თბ., 1975;

ჭითანავა დ., ხორავა ბ., ციმინტია ქ., შენგელია ი., სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა, თბ., 2021;

ხმით ნატირლები, კრებული შეადგინა ნ. აზიკურმა, თბ., 2002;

ხიზანიშვილი (ურბნელი) ნ., ფშავ-ხევსურეთი, ეთნოგრაფიული ნაწერები, თბ., 1940;

წულაძე ა., მიცვალებულის კულტი გურიაში, ეთნოგრაფიული გურია, თბ., 1971.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-31

როგორ უნდა ციტირება

ხარჩილავა ნ. (2023). მიცვალებულის დაკრძალვისა და გლოვის ტრადიციები (გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). მუზეუმი და გლობალიზაცია, 1(1), 176–185. https://doi.org/10.52340/gmg2023.01.16

გამოცემა

სექცია

ეთნოლოგია

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...