ელინისტური ხანის ბერძნული საწარმოო ცენტრების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კოლხეთთან ნოქალაქევის ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით

ელინისტური ხანის ბერძნული საწარმოო ცენტრების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კოლხეთთან ნოქალაქევის ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით

ავტორები

  • ნინო ხუციშვილი პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
  • ანა თვარაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმი image/svg+xml
  • ნიკოლოზ დიასამიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.09

საკვანძო სიტყვები:

ელინისტური ხანა, ნოქალაქევი, იმპორტული კერამიკული ნაწარმი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები

ანოტაცია

ნაშრომი ეხება ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის სამეურნეო (ამფორა, ლუთერიუმი) და სუფრის ჭურჭლის (ლანგარი, სამარილეები) იმპორტულ კერამიკულ ნაწარმს. ნოქალაქევში გამოვლენილი იმპორტული კერამიკული ჭურჭელი განხილულია საწარმოო ცენტრებისა და მათთვის დამახასიათებელი დამზადების ტექნიკისა და პერიოდების მიხედვით. ნოქალაქევის ნაქალაქარი მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოქალაქევში, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კმ-ში. ნოქალაქევის ნაქალაქარზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 1930-იან წლებში ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ალფონს მარია შნაიდერის ხელმძღვანე-ლობით ჩატარდა. მას შემდეგ, ნაქალაქარზე მცირემასშტაბიანი სამუშაოები სხვადასხვა დროს 50-60-იან წლებშიც მიმდინარეობდა. 1973 წელს ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოები ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების არქეოლოგიური განყოფილების ექსპედიციამ დაიწყო, ხოლო 2001 წელს შეიქმნა ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ძეგლზე არქეოლოგიურ სამუშაოებსდღემდე აწარმოებს. ნოქალაქევი მრავალფენიანი ძეგლია - უადრესი კულტურული ფენები ძვ.წ. VIII საუკუნით თარიღდება, სადაც გამოვლენილია ორმხრივპროტომიანი ზოომორფული ფიგურების რიტუალური მოედანი და საწარმოო ნამოსახლარი. დაფიქსირებულია და შესწავლილია ძვ.წ. VI-IV, III-I ახ.წ. IV-VI საუკუნეების, ასევე, განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების ფენები. მრავალწლიანი არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად ექსპედიციამ ნაქალაქარის რამდენიმე ლოკაციაზე დააფიქსირა ელინისტური ხანის, როგორც ნამოსახლარი, ასევე სამაროვანი. შესაბამისი პერიოდის ფენებში, დიდი რაოდენობით გამოვლინდა სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ადგილობრივი და იმპორტული არქეოლოგიური მასალა. იმპორტული ნაწარმის გამოვლენა მნიშვნელოვანია ელინისტური ხანის ნოქალაქევის ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის საკვლევად. ძეგლზე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ქალაქ სინოპში დამზადებული კერამიკული ჭურჭელი, ძირითადად კი ამფორები. დაფიქსირებულია ე.წ. ასტინომის დამღის ჯგუფის ორი ამფორის ყური. წითელლაკიანი და შავლაკიანი მცირე ზომის კერამიკული ჭურჭელი. მოხსენებაში დეტალურად განვიხილავთ ნოქალაქევში გამოვლენილ ელინისტური ხანის იმპორტულ კერამიკულ მასალას და მათი შესწავლის ფონზე წარმოვაჩენთ ელინისტური ხანის ნოქალაქევისა და ბერძნული სამყაროს ურთიერთოებების ხარისხსა და ხასიათს ელინისტურ ხანაში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ნინო ხუციშვილი, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

სპეციალისტი

ანა თვარაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ასისტენტ-კურატორი

ნიკოლოზ დიასამიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ველის ზედამხედველი

წყაროები

ბერძენიშვილი ნ. 1975: საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VIII, თბილისი.

ლომოური ნ. 1981: არქეოლოგიური გათხრები 1973-1977, ნოქალაქევი - არქეოპოლისი - ციხეგოჯი (ისტორიული ნარკვევები), ნოქალაქევი არქეოპოლისი I, თბილისი.

ლომოური ნ. 1981: არქეოლოგიური გათხრები; 1973-1977 ნოქალქევის შესწავლის ისტორია. ნოქალაქევი არქეოპოლისი I . თბილისი.

ლომიტაშვილი დ. 1993: სტრატიგრაფია ნოქალქევის ნაქალაქარზე (VII უბნის მიხედვით); ნოქალაქევი არქეოპოლისი III არქეოლოგიური გათხრები 1983-1989, თბილისი.

მათიაშვილი ნ. 1983: ძვ.წ. III-II საუკუნეების შავლაკიანი კერამიკა, ვანი, VII, თბილისი.

მროველი ლ. 1955 „ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქ.ც.ა. ტ. I, თბილისი

მურღულია ნ. 2012: ეგრისის სამეფოს გამაგრების სისტემა IV-VI საუკუნეებში (არქეოლოგიური მასალებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით), თბილისი,

მურღულია ნ. 2018: ნოქალაქევის ტოპოგრაფია ძვ.წ. I ათასწლეულში, საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური ჟურნალი II, თბილისი

პროკოპი კესარიელი 1965: გეორგიკა II, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბილისი.

ფუთურიძე რ. 1976: იმპორტული ამფორები ვანის ნაქალაქარიდან (ძვ.წ. V-IV სს). ვანი II, თბილისი

ყაუხჩიშვილი თ. 1993 ნოქალაქევის ექსპედიციის მოპოვებული ბერძნული წარწერები, ნოქალაქევი-არქეოპოლისი III, თბილისი

ყიფიანი გ. და ამაშუკელი ნ. 1995. „კოლხური“ და „ფრიგიული“ სახლები. თბილისი;

ჯანაშია ს. 1952: შრომები II, თბილისი.

ჯაფარიძე ვ. 2006: ეგრისის ახ.წ. I-VIII სს. მატერიალური ძეგლები [არქეოლოგიური გათხრები, გამოკვლევა], თბილისი.

ილუსტრაციების აღწერილობა:

ნოქალაქევის ნაქალაქარის გენ-გეგმა.

ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აერო-ფოტო, ხედი სამხრეთიდან.

A თხრილის ფოტო, ელინისტური ხანის ნაგებობის საძირკველის ჩვენებით.

F თხრილის ფოტო, ელინისტური ხანის ტერასებიანი სამოსახლოს ჩვენებით.

-6. სინოპური ამფორების ძირები.

ამფორის ყური, დამღიანი.

ამფორის ყური, დამღიანი.

ქიოსური ამფორის პირ-გვერდის ფრაგმენტი.

ე.წ. სოლოხა I ტიპის ამფორის პირ-გვერდის ფრაგმენტი.

შავლაკიანი ლანგრის ფრაგმენტი.

ლაკის ორი ფენით დაფარული ჯამის პირ-გვერდის ფრაგმენტი.

ვარდულაპირიანი დოქი.

დოქი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-27

როგორ უნდა ციტირება

ხუციშვილი ნ., თვარაძე ა., & დიასამიძე ნ. (2023). ელინისტური ხანის ბერძნული საწარმოო ცენტრების სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კოლხეთთან ნოქალაქევის ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით. მუზეუმი და გლობალიზაცია, 1(1), 89–99. https://doi.org/10.52340/gmg2023.01.09

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...