პოტენციური ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მქონე ლუტეოლინის ოროდისპერსული ტაბლეტების ფორმულაცია და ტექნოლოგია
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.06.02საკვანძო სიტყვები:
luteolin, formulation, technology, antihypertensive, tabletsანოტაცია
არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებად არის მიჩნეული მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც ქრონიკული ინვალიდიზაციისა და ლეტალური გამოსავლის ხშირ მიზეზად გვევლინება. ბოლო წლებში მკვლევართა ყურადღება აქცენტირებულია სისხლძარღვთა ვაზოკონსტრიქციულ და ვაზოდილატაციურ მექანიზმებში მონაწილე ახალი ენდოგენური ნივთიერებების გამოსავლენად. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს არაქიდონის მჟავის ეპოქსიგენაზური მეტაბოლიზმის ვაზოდილატაციური პროდუქტები, როგორიცაა ეპოქსიეიკოზატრიენოის მჟავები (EETs), რომელთა სწრაფ გარდაქმნას ორგანიზმში ნაკლებად აქტიურ მეტაბოლიტებად, როგორიცაა დიჰიდროქსიეიკოზატრიენოის მჟავები (DHETs), ხელს უწყობს ფერმენტი ხსნადი ეპოქსიდ ჰიდროლაზა (sHE). ლიტერატურული მონაცემებით, მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას - ლუტეოლინს გააჩნია ხსნადი ეპოქსიდ ჰიდროლაზას ინჰიბირების და EETs-ის ვაზოდილატაციური მოქმედების პროლონგირების უნარი. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტის მიერ წამალთფორმის დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობას, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების (წყალი, შპრიცი და ა.შ.) გარეშე და სწრაფ მოქმედებას. ხელოვნური ინტელექტისა და ბიოფარმაცევტული კვლევების საფუძველზე შემუშავდა ლუტეოლინის ოროდისპერსიული ტაბლეტების ტექნოლოგია სუბლიმაციური მეთოდით.ნაჩვენებია, რომ კეთილხარისხოვნების მაჩვენებლების მიხედვით ლუტეოლინის ოროდისპერსიული ტაბლეტები აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს. სუბლიმაციურ აგენტად ქაფურის გამოყენება უზრუნველყოფს ფოროვანი სტრუქტურის წარმოქმნას, რაც ხელს უწყობს ტაბლეტებში სითხის შეღწევადობას და მათ სწრაფ დაშლას.
Downloads
წყაროები
Ankit A., Kiran Kumar G. B., Madhu B. K. FORMULATION AND EVALUATION OF ORODISPERSIBLE TABLETS OF DIMENHYDRINATE BY USING CO-PROCESSED SUPERDISINTEGRANTS/Journal of Science, Engineering and Technology. -Vol. 12, No. I, June, 2016, 23-33.
Blasco Alejandro, Torrado Guillermo and Peña M Ángeles. Formulation and Evaluation of Loperamide HCl Oro Dispersible Tablets. - Pharmaceuticals 2020, 13, 100; doi:¬10.3390¬/ph-13050100.
Kezeli T., Gongadze N., Sukoyan G., Shikhashvili M., Chapichadze Z., Okujava M., Dolidze N. Circadian variation in vasoconstriction and vasodilation mediators and baroreflex sensitivity in hypertensive rats. Journal of circadian rhythms, 2019, 17(1):1-8. DOI: https: //doi. org/ 10.5534/jcr.185.
SC Darade, PB Patil, RS KalkotwarIndian. Formulation and evaluation of orodispersible tablet containing piroxicam by sublimation method Journal of Pharmacy and Pharmacology, April-June 2017; 4(2):77-82.
Darshana Pravinchandra Panhale, Rishikesh Shankar Bachhav, Sheetal Bhaskar Gondkar. Formulation and Evaluation of Orodispersible Tablets of Apremilast by Inclusion Complexa¬tion using β-Cyclodextrin. - Indian J of Pharmaceutical Education and Research. 2021; 55(1s): s112-s121.
K Kareemuddin Ansari, Neeraj Sharma. Formulation and evaluation of orodispersible tablets of lornoxicam. - Journal of Drug Delivery & Therapeutics. 2018; 8(6):225-228.
Khalid K. Abed, Ahmed A. Hussein, Mowafaq M. Ghareeb, and Alaa A. Abdulrasool. For¬mu-lation and Optimization of Orodispersible Tablets of Diazepam. - AAPS Pharm¬Sci¬Te¬ch. 2010 Mar; 11(1):356–61.
N. Papiashvili et all. Antihypertensive and cardioprotective effect of epoxyeicosatrienoic acid analog and soluble epoxide hydrolase inhibitors. Georgian Medical News, 2021, 3 (312):125-131.
Phulzalke S.B., B A Kate, Bagade M. Y., Shete RV. Formulation Development and Evaluation of Orodispersible Tablets of Quetiapine Fumarate by Sublimation Method. - Asian Journal of Biomedical and Pharmaceutical Sciences, 2016, 6(57):22-31.
Rewar S, Singh C J, Bansal B K, Pareek R, Sharma A K. ORAL DISPERSIBLE TABLETS: AN OVERVIEW; DEVELOPMENT, TECHNOLOGIES AND EVALUATION. - International Journal of Research and Development in Pharmacy and Life Sciences. - 2014, Vol. 3, No.6, No.4, 1223-1235.
Vishali T, Damodharan N. Orodispersible Tablets: A Review. - Research J. Pharm. And Tech. 2020; 13(5); 2522-2529.