ნეიტროფილურ-ლიმფოციტური ინდექსის-(NLR) კლინიკური ინდიკატორის როლი ვულგარული და პუსტულოზური ფსორიაზის დროს
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2026.02.12საკვანძო სიტყვები:
Vulgar psoriasis, pustular psoriasis, NLR, Biomarkerანოტაცია
ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლის პათოგენეზშიც წამყვანია იმუნოლოგიური მექანიზმი: Th1/Th2 უჯრედული აუტორეაქტიულობა დღემდე უცნობი ანტიგენისადმი.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა, ვულგარული და პუსტულოზური (იშვიათი, მაგრამ უფრო მძიმე მიმდინარეობის) ფსორიაზის მქონე პაციენტების სისხლში შეგვეფასებინა სისხლის უჯრედული ფარდობითი ინდექსების - NLR ნეიტროფილურ-ლიმფოციტური ინდექსის პოტენციური როლი ფსორიაზის კლინიკურ პრაქტიკაში. NLR ასახავს ორგანიზმის ანთებითი და იმუნური პასუხების ბალანსს: ნეიტროფილები ტიპურად ასოცირდება მწვავე ანთებასთან, ხოლო ლიმფოციტები — ქრონიკულ იმუნურ პროცესებთან. NLR-ის მაჩვენებლის ზრდა, ხშირად მიუთითებს სისტემურ ანთებაზე, იმუნურ დისბალანსზე ან დაავადების აქტივობაზე, რის გამოც იგი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიის, როგორც პროგნოზული ან დიაგნოსტიკური ინდიკატორი.
ჩვენს მიერ მიღებული შედეგების მიხედვით, პუსტულოზური ფსორიაზის მქონე პაციენტებში, ნეიტროფილურ-ლიმფოციტური ინდექსი მნიშვნელოვნად მაღალია, რაც ასახავს ინტენსიურ სისტემურ ანთებით რეაქციას და ნეიტროფილური დომინირების ტენდენციას. ვულგარული ფსორიაზის შემთხვევაში კი NLR-ის ზომიერი მატება შეესაბამება ქრონიკულ, მაგრამ შედარებით ნაკლებად აქტიურ ანთებით პროცესს. შესაბამისად, ნეიტროფილ-ლიმფოციტური ინდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამატებითი ბიომარკერი, რომელიც შესაძლოა ასახავდეს დაავადების ფორმასა და ანთებითი აქტივობის ხარისხს ფსორიაზის მქონე პაციენტებში.
Downloads
წყაროები
Parisi R., Symmons D. P. M., Griffiths C. E. M., Ashcroft D. M. (2013). Global epidemiology of psoriasis: A systematic review of incidence and prevalence of psoriasis. Journal of Investigative Dermatology, 133(2): 377–385
Rani R, Luger TA. Inverse psoriasis: From pathophysiology to targeted treatment. Dermatol Ther. 2021;34(1):e14501.
M. A. Lowes, C. B. Russell, D. A. Martin, J. E. Towne, and J. G. Krueger, “The IL-23/T17 pathogenic axis in psoriasis is amplified by keratinocyte responses,” Trends in Immunology, 2013; 34(4):174–181.
Fitzpatrick’s Dermatology in General Medicine. 9th ed. McGraw-Hill.
Bolognia JL, et al. Dermatology. 4th ed. Elsevier, 2018.
Schon MP, Boehncke WH, Brocker EB. Psoriasis: clinical manifestations, pathogenesis and therapeutic perspectives. Discov Med.2005; 5(27):253-258.
Zahorec R. Ratio of neutrophil to lymphocyte counts—rapid and simple parameter of systemic inflammation and stress in critically ill. Bratisl Lek Listy. 2001;102(1):5-14.
Briggs C. Quality counts: new parameters in blood cell counting. Int J Lab Hematol. 2009;31(3):277-297
Dinh KM, Warstadt NM, Uyeki TM. Immune suppression and lymphopenia in influenza infections: pathogenesis and implications. Clin Microbiol Rev. 2020;33(3):e00064-19.


