ოროფარინგეალური დისფაგიის პროგნოზული მნიშვნელობა კვებითი დარღვევებით მიმდინარე დემენციის მქონე პაციენტებში

ოროფარინგეალური დისფაგიის პროგნოზული მნიშვნელობა კვებითი დარღვევებით მიმდინარე დემენციის მქონე პაციენტებში

ავტორები

  • თამარ ლაზაშვილი
  • ვერა კაპეტივაძე
  • რევაზ თაბუკაშვილი
  • ირინა კაპეტივაძე
  • ზვიად მაღლაფერიძე
  • მარინა ყუფარაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/jecm.2023.01.22

საკვანძო სიტყვები:

dementia, oropharyngeal dysphagia, eating disorders, prognosis

ანოტაცია

რეზიუმე

მიზანი: კვლევის მიზანს წარმოადგენდა ოდ-ის პროგნოზული მნიშვნელობის შესწავლა კვებითი დარღვევებით მიმდინარე დემენციის მქონე პაციენტებში.

მასალა და მეთოდები: კვლევისთვის შერჩეული იქნა დემენციის მქონე 46 პაციენტი, რომელთაგან 35-ს აღენიშნებოდა კვებითი დარღვევები. საკვლევი კონტინგენტი დაიყო სამ ჯგუფად: ჯგუფი 1 (n=22) - კვებითი დარღვევების მქონე პაციენტები დისფაგიით; ჯგუფი 2 (n=13) - კვებითი დარღვევების მქონე პაციენტები დისფაგიის გარეშე; ჯგუფი 3 (n=11) - პაციენტები კვებითი დარღვევების გარეშე.

ფსიქიკური სტატუსის შეფასებისთვის გამოყენებული იყო მინიმენტალური სკალა (Mini Mental State Examination – MMSE). დაავადების სიმძიმის შეფასებისთვის - დემენციის კლინიკური შკალა (Clinical Dementia Rating – СDR); ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისთვის - შეფასების სტადიურობის ტესტი (Functional Assessment Staging Test - FAST).

მიღებული შედეგები სტატისტიკურად დამუშავდა კომპიუტერული პროგრამით SPSS 24.0. რაოდენობრივი პარამეტრები გაანალიზდა სტიუდენტის t-ტესტის მეშვეობით, კატეგორიული პარამეტრები კი - Chi2-ტესტით. სარწმუნოობის კრიტერიუმად გამოყენებულ იქნა - p<0.05.

შედეგები: კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დემენციისა და კვებითი დარღვევების მქონე პაციენტები დისფაგიით გამოირჩეოდნენ MMSE-ის სტატისტიკურად სარწმუნოდ დაქვეითებული ქულობრივი მაჩვენებლით მე-2 და მე-3 ჯგუფებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მე-2 და მე-3 ჯგუფების MMSE-ის მაჩვენებლები სარწმუნოდ არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. იგივე ტენდენცია გამოვლინდა CDR-ის მაჩვენებლებშიც. დემენციისა და კვებითი დარღვევების მქონე პაციენტები დისფაგიით გამოირჩეოდნენ CDR=3-ის სტატისტიკურად სარწმუნოდ მომატებული პროცენტული მაჩვენებლით მე-2 და მე-3 ჯგუფებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მე-2 და მე-3 ჯგუფების CDR=3-ის მაჩვენებლები სარწმუნოდ არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. FAST-ის მაჩვენებლების მიხედვით ჯგუფებს შორის პასუხების განაწილებაში სარწმუნო განსხვავება ვერ იქნა ნანახი.

დასკვნა: ოდ არის გავრცელებული მდგომარეობა პროგრესირებული დემენციის მქონე პაციენტებში და დაკავშირებულია მძიმე გართულებებთან, ცუდი პროგნოზით და სითხისა და ტექსტურის ადაპტაციის დაბალ შესაბამისობასთან. კვლევის შედეგების მხარდაჭერით, მიგვაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს კვებასთან დაკავშირებული ახალი სტრატეგიები, რათა გაიზარდოს თერაპიული ეფექტი დემენციის მქონე პაციენტების კლინიკურ მენეჯმენტში და უნდა იყოს მოწოდებული ახალი მტკიცებულებები ამ იმედისმომცემი ინტერვენციების შესახებ.

Downloads

Download data is not yet available.

წყაროები

Affoo R.H., Foley N., Rosenbek J., Kevin Shoemaker J., Martin R.E. Swallowing dysfunction and autonomic nervous system dysfunction in Alzheimer’s disease: A scoping review of the evidence. J. Am. Geriatr. Soc. 2013;61:2203–2213.

Paranji S., Paranji N., Wright S., Chandra S. A Nationwide Study of the Impact of Dysphagia on Hospital Outcomes among Patients with Dementia. Am. J. Alzheimers Dis. Dement. 2016;32:5–11.

Dementia. [(accessed on 28 February 2020)]; Available online: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/dementia

Clavé P., Shaker R. Dysphagia: Current reality and scope of the problem. Nat. Rev. Gastroenterol. Hepatol. 2015;12:259–270.

Brunnström H., Englund E. Cause of death in patients with dementia disorders. Eur. J. Neurol.2009;16:488–92.

Mitchell S.L., Teno J.M., Kiely D.K., Shaffer M.L., Jones R.N., Prigerson H.G., Volicer L., Givens J.L., Hamel M.B. The clinical course of advanced dementia. N. Engl. J. Med. 2009;361:1529–1538.

Gómez-Busto F., Andia V., De Alegria L.R., Francés I. Abordaje de la disfagia en la demencia avanzada. Revista Española de Geriatría y Gerontología. 2009;44(2):29–36.

Chouinard J. Dysphagia in Alzheimer disease: A review. J. Nutr. Heal. Aging. 2000;4:214–217.

Humbert I.A., McLaren D.G., Kosmatka K., Fitzgerald M., Johnson S., Porcaro E., Kays S., Umoh E.-O., Robbins J., Fitzgerald M. Early Deficits in Cortical Control of Swallowing in Alzheimer’s Disease. J. Alzheimers Dis. 2010;19:1185–1197.

Miarons M., Clavé P., Wijngaard R., Ortega O., Arreola V., Nascimento W., Rofes L. Pathophysiology of Oropharyngeal Dysphagia Assessed by Videofluoroscopy in Patients with Dementia Taking Antipsychotics. J. Am. Med. Dir. Assoc. 2018;19:812.e1–812.e10.

Groher M.E. Determination of the risks and benefits of oral feeding. Dysphagia. 1994;9:233–235.

Clavé P., Arreola V., et al. Accuracy of the volume-viscosity swallow test for clinical screening of oropharyngeal dysphagia and aspiration. Clin. Nutr. 2008;27:806–815.

Michel A., Vérin E., Gbaguidi X., Druesne L., Roca F., Chassagne P. Oropharyngeal Dysphagia in Community-Dwelling Older Patients with Dementia: Prevalence and Relationship with Geriatric Parameters. J. Am. Med. Dir. Assoc. 2018;19:770–774.

Espinosa-Val MC, Martín-Martínez A, et al. Prevalence, Risk Factors, and Complications of Oropharyngeal Dysphagia in Older Patients with Dementia. Nutrients. 2020 Mar; 12(3): 863.

Folstein M.F., Folstein S.E., McHugh P.R. “Mini-mental state”. A practical method for grading the cognitive state of patients for the clinician. J. Psychiatr. Res. 1975;12:189–198.

Hughes CP, Berg L, Danziger WL, Coben LA, Martin RL. A new clinical scale for the staging of dementia. The British journal of psychiatry : the journal of mental science. 1982;140:566–72.

Reisberg B. Functional assessment staging (FAST) Psychopharmacol. Bull. 1988;24:653–659.

Jodra A.F., Ordóñez M.C., Lidón E.G., Monforte C.A. Evaluación de la actividad de una unidad de media estancia de psicogeriatria. Revista Española de Geriatría y Gerontología. 2002;37:190–197.

Cabré M., Serra-Prat M., Force L., Mir P., Palomera E., Clavé P. Oropharyngeal Dysphagia is a Risk Factor for Readmission for Pneumonia in the Very Elderly Persons: Observational Prospective Study. J. Gerontol. Ser. A Boil. Sci. Med. Sci. 2013;69:330–337.

Cabré M., Serra-Prat M., Palomera E., Mir P., Pallares R., Clavé P. Prevalence and prognostic implications of dysphagia in elderly patients with pneumonia. Age Ageing. 2009;39:39–45.

Formiga F., Fort I., Robles M.J., Barranco E., Espinosa M.C., Riu S. Medical comorbidity in elderly patients with dementia. Differences according age and gender. Revista Clínica Española. 2007;207:495–500.

Rofes L., Arreola V., Mukherjee R., Swanson J., Clavé P. The effects of a xanthan gum-based thickener on the swallowing function of patients with dysphagia. Aliment. Pharmacol. Ther. 2014;39:1169-79.

Carrión S., Cabré M., Monteis R., Roca M., Palomera E., Serra-Prat M., Rofes L., Clavé P. Oropharyngeal dysphagia is a prevalent risk factor for malnutrition in a cohort of older patients admitted with an acute disease to a general hospital. Clin. Nutr. 2015;34:436–442.

Kossioni A. Is Europe prepared to meet the oral health needs of older people? Gerodont. 2011;29:e1230-40

Kobayashi N., Soga Y., Maekawa K., et al. Prevalence of oral health-related conditions that could trigger accidents for patients with moderate-to-severe dementia. Gerodontology. 2016;34:129–134.

Serra-Prat M., Palomera M., Gomez C., et al. Oropharyngeal dysphagia as a risk factor for malnutrition and lower respiratory tract infection in independently living older persons: A population-based prospective study. Age Ageing. 2012;41:376–381.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-02

როგორ უნდა ციტირება

ლაზაშვილი თ., კაპეტივაძე ვ., თაბუკაშვილი რ., კაპეტივაძე ი., მაღლაფერიძე ზ., & ყუფარაძე მ. (2023). ოროფარინგეალური დისფაგიის პროგნოზული მნიშვნელობა კვებითი დარღვევებით მიმდინარე დემენციის მქონე პაციენტებში. ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა, (1). https://doi.org/10.52340/jecm.2023.01.22

გამოცემა

სექცია

Articles

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...