სტაფილოკოკური იმუნოგენების შერჩევა ჰიპერიმუნური პოლიკლონური შრატის მისაღებად
This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG), Grant # AR - 18-306
DOI:
https://doi.org/10.52340/jecm.2022.08.06საკვანძო სიტყვები:
staphylococcus, anatoxin, PV-leukocidin, anti-staphylococcal serumანოტაცია
გართულებული სტაფილოკოკური ინფექციები: სეფსისი, მენინგიტი, ენდოკარდიტი და სხვა მოითხოვს ახალი თაობის, გვერდით მოვლენებს მოკლებული, მაღალი სამკურნალო თვისების ბიოლოგიური პრეპარატის შემუშავებას. აღნიშნულის მიმართულებით პერსპექტიულია მიკრობის უჯრედული ანტიგენის, ანტიჰემოლიზური, ანტილეოკოციდური და ჰიალურონიდაზის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის შემუშავება, რაც პროდუცენტების იმუნიზაციისათვის სტაფილოკოკურ იმუნოგენს საჭიროებს. სტაფილოკოკის შტამების სელექციას საფუძვლად დავუდეთ მორფოლოგიური, კულტურალური და ფერმენტული აქტივობის შესწავლა, ნოვობიოცინისადმი და სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის მიმართ მგრძნობელობის დადგენა. სტაფილოკოკის ლაბორატორიული და კლინიკური 102 შტამიდან შერჩეულ იქნა: ა) მაღალი პლაზმოკოაგულაციური, ჰემოლიზური თვისების, მანიტის დაშლის და პროტეოლიზური თვისების, აგრეთვე ნოვობიოცინისა და სტაფილოფაგის მიმართ მგრძნობიარე St. aureus 24 და აღნიშნულ თვისებას მოკლებული St. epidermidis 6 შტამი; ბ) სტაფილოკოკების თერმოინაქტივირებული შტამები, მათი სტაბილური ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე; გ) სტაფილოკოკური: ალფა-ანატოქსინი, PV-ლეიკოციდინი და ჰიალურონიდაზა. აღნიშნული იმუნოგენები გამოყენებულ იქნა პროდუცენტ-ცხოველების (თხები) გრუნდირებისა და იმუნიზაციისათვის. ჩატარებულია იმუნიზაციის პირველი ციკლი. იმუნურ შრატში განსაზღვრულია გამოყენებული იმუნოგენების საწინააღმდეგო ანტისხეულების აქტივობა იმუნოფერმენტული ანალიზით ,,Sandwich-ELISA''-ს საფუძველზე და პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქციაში სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების გამოყენებით.
Downloads
წყაროები
Bröker BM, Mrochen D, Péton V. The T Cell Response to Staphylococcus aureus. Pathogens. 2016 Mar 17;5(1):31. doi: 10.3390/pathogens5010031. PMID: 26999219; PMCID: PMC4810152.
Cohen TS, Hilliard JJ, Jones-Nelson O, Keller AE, et al. Staphylococcus aureus α toxin potentiates opportunistic bacterial lung infections. Sci Transl Med. 2016 Mar 9;8(329):329ra31. doi: 10.1126/scitranslmed.aad9922. PMID: 26962155.
Colque-Navarro P, Jacobsson G, Andersson R, Flock JI, Möllby R. Levels of antibody against 11 Staphylococcus aureus antigens in a healthy population. Clin Vaccine Immunol. 2010 Jul;17(7):1117-23. doi: 10.1128/CVI.00506-09. PMID: 20445005; PMCID: PMC2897265.
Deng J, Wang X, et al. Broad and Effective Protection against Staphylococcus aureus Is Elicited by a Multivalent Vaccine Formulated with Novel Antigens. mSphere. 2019 Sep 4;4(5):e00362-19. doi: 10.1128/mSphere.00362-19. PMID: 31484738; PMCID: PMC6731528.
Larkin EA, Stiles BG, Ulrich RG. Inhibition of toxic shock by human monoclonal antibodies against staphylococcal enterotoxin B. PLoS One. 2010 Oct 11; 5(10):e13253. doi: 10.1371/journal.pone.0013253. PMID: 20949003; PMCID: PMC2952590.
Liu C, Bayer A, Cosgrove SE, Daum RS, et al. Infectious Diseases Society of America. Clinical practice guidelines by the infectious diseases society of america for the treatment of methicillin-resistant Staphylococcus aureus infections in adults and children. Clin Infect Dis. 2011 Feb 1;52(3):e18-55. doi: 10.1093/cid/ciq146. PMID: 21208910.
Ohlsen K, Lorenz U. Immunotherapeutic strategies to combat staphylococcal infections. Int J Med Microbiol. 2010 Aug;300(6):402-10. doi: 10.1016/j.ijmm.2010.04.015. PMID: 20547101.
Thomer L, Emolo C, et al. Antibodies against a secreted product of Staphylococcus aureus trigger phagocytic killing. J Exp Med. 2016 Mar 7;213(3):293-301. doi: 10.1084/jem.20150074. PMID: 26880578; PMCID: PMC4813671