კავკასიელთა სარიტუალო პრაქტიკის ისტორიისთვის

კავკასიელთა სარიტუალო პრაქტიკის ისტორიისთვის

ავტორები

  • ქეთევან სიხარულიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.55

საკვანძო სიტყვები:

წეს-ჩვეულებები, კარდაკარ ჩამოვლა, ტყავის სიმბოლო, ნაყოფიერების კულტი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა ზოგიერთი კალენდარულ წეს-ჩვეულები, რომლებსაც  ახლდა  კარდაკარ მსვლელობა.  ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ მასალაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებში კარდაკარ სიარულის ჩვეულებას მსგავსი სტრუქტურა და შინაარსი ჰქონდაუნდა აღინიშნოს, რომ მსვლელობის მონაწილეები  საკვებ პროდუქტს ითხოვდნენ და არა სხვა რაიმე საჩუქარს, რაც  ამ რიტუალების ნაყოფიერებასთან კავშირზე უნდა მეტყველებდეს. ამავე რიგისაა გაზაფხულზე პირველი ხნულის გატანა, რომელშიც მთელი სოფელი მონაწილეობდაამ პროცესში ჩართული იყო შელოცვის მსგავსი ტექსტები, რომლებიც სასურველი შედეგის მისაღებად იყო წარმოთქმული.

 ყველაზე უფრო მასშტაბური საგაზაფხულო დღესასწაულებს შორის იყო ბერიკაობა, ბუნების აღორძინებისა და აგრარული კულტმსახურებისთვის განკუთვნილი მრავალდღიანი სხვადასხვა ეპიზოდისაგან შემდგარი დღესასწაული. დრამატული ეპიზოდებით გამდიდრებული ბერიკაობაც ნაყოფიერების კულტთანაა დაკავშირებული.

დროთა განმავლობაში კარდაკარ ჩამოვლის რიტუალში შევიდა იმპროვიზირებული სანახაობები, ნიღბები და სხვა თეატრალური ელემენტები. მონაწილეთა ტანსაცმელში დომინირებდა თხის ან ცხვრის ტყავი, რომელიც  რიტუალური შემოსვის რუდიმენტს უნდა წარმოადგენდეს.   კავკასიის ხალხებში დასტურდება რწმენათა ერთი ფენა, რომელიც დაკავშირებულია ტყავთან, როგორც ნაყოფიერების ღვთაების სიმბოლურ ხატთან. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მონაპოვარი, კედლის მხატვრობა და ცხვრის ან თხის გამოსახულებანი მატერიალური კულტურის ძეგლებზე.

როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში კარდაკარ ჩამოვლის ჩვეულებები დაფიქსირდა და მეცნიერული ინტერესების სფეროში მოექცა XIX-XX საუკუნეებში, როცა მათ უკვე გასართობი და კომიკური ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ სწორედ გროტესკმა შემოინახა მათში ნაყოფიერების უძველესი კულტის ნიშნები.

  კარდაკარ სიარულის ძირითადი ელემენტებისა და თანმხლები სიმბოლოების მსგავსება კიდევ ერთი დასტურია კავკასიელთა მსოფლმხედველობისა და კულტურის ერთგვაროვნებისა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Булатова А. (1984). Булатова А.Г., Идеологические представления аварцев, нашедшее отражение в празднике первой борозды – в кн.»Мифология народов Дагестана», Махачкала: изд-во института истории Дагестанского филиала АН СССР.

კიკვიძე ი. (1976). კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტები ძველ საქართველოში, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

ოჩიაური თ. (1954). ოჩიაური თ., ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

რუხაძე ჯ. (1999). ბუნების ძალთა აღორძინების ხალხური დრესასწაული საქართველოში, თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“.

სიხარულიძე ქ. (2006). კავკასიური მითოლოგია, თბილისი: კავკასიური სახლის გამომცემლობა.

ქართული ხალხური... (1970) ქართული ხალხური სიტყვიერება, ქრესტომათია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Халилов М. (1984). Халилов Х.М., Отражение языческих представлений в обрядах и фольклоре лакцев – в кн. «Мифология народов Дагестана», Махачкала: изд-во института истории Дагестанского филиала АН СССР.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...