ყურძნის სუბსიდირების ეკონომიკური ეფექტის ძირითადი ასპექტები კახეთის რეგიონში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2025.69საკვანძო სიტყვები:
სტიმულირება, ექსპორტი, სუბსიდირება, ემპირიული, სტაბილიზაციაანოტაცია
მოგეხსენებათ, კახეთის რეგიონი საქართველოს მევენახეობისა და ღვინის წარმოების ძირითადი ადგილია, მეღვინეობა კი წარმოადგენს საქართველოს კულტურულ-ისტორიულ სიმბოლოს. ყურძნის წარმოება და მისი გადამუშავება ღვინოდ კახეთში მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ატარებს. მევენახეობის სფეროში დასაქმებულია ათასობით ადამიანი და ამ დარგზეა დამოკიდებული მრავალი ოჯახისა და მცირე მეურნეობის შემოსავალი. ასეთ პირობებში, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სუბსიდირების პოლიტიკა იქცევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად სოფლის მეურნეობის სტაბილიზაციისთვის.
სტატიაში განხილულია საქართველოში ყურძნის სუბსიდირების მიზნები, კვლევის შედეგები, პრობლემები და გამოწვევები. გაანალიზებულია სუბსიდირების როლი სოფლის მოსახლეობის დასაქმებაში, შემოსავლების სტაბილიზაციასა და ქართული ღვინის ექსპორტის სტიმულირებაში. მიმოხილულია როგორც ყურძნის სუბსიდირების ეკონომიკური ეფექტების დადებითი მხარეები (ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერა, რეგიონული განვითარება, სტაბილურობის შეგრძნება), ისე მისი უარყოფითი შედეგები (ბიუჯეტზე ზეწოლა, ბაზრის ბუნებრივი მექანიზმების დარღვევა, დამოკიდებულების გაღრმავება). სტატიაში ასევე მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერების გამოკითხვისა და მათი მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად დადგინდა.
ამ საკითხებზე კვლევა მომავალშიც გაგრძელდება, რათა შესაძლებელი იყოს შედეგების განზოგადების და რეპრეზენტაბელურობის. რაც, ერთის მხრივ დაფუძვნებული იქნება ემპირიულ მეთოდებზე და იმ პრაქტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში ფერმერებს დაგვიგროვდა, ხოლო მეორეს მხრივ, იმედი მაქვს აღნიშნული კვლევის შედეგები დაეხმარება თითოეულ მევენახე ფერმერს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ნაბიჯების გადადგმაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის კუთხით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
https://www.gbc.ge/news/economics/ghvinis-eqsporti-umnishvnelod-gaizarda-ვებგვერდი;
www.geostat.ge - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი;
https://wine.gov.ge/-/News/37074 - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი.


