მდინარე ჭოროხის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის სეზონური კვლევა

ტყვია ატმოსფერული ჰაერი ბიომონიტორინგი სფაგნუმი

Авторы

августа 22, 2026

კვლევის მიზანს წარმოადგენდა მდინარე ჭოროხის აუზის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის (Pb) შემცველობის სეზონური ცვლილების შეფასება და გარემოზე მისი შესაძლო ზემოქმედების განსაზღვრა. მდინარე ჭოროხის აუზი ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო სისტემაა, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სატრანსპორტო, სამრეწველო და სამეურნეო საქმიანობა , რაც მძიმე მეტალებით დაბინძურების რისკს ზრდის. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა სფაგნუმით აქტიური ბიომონიტორინგის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ხავსის უნარს ატმოსფერული ჰაერიდან მძიმე მეტალების აკუმულაციისა. სფაგნუმის ჩანთები განთავსდა 6 საკვლევ ლოკაციაზე. ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა განხორციელდა ატომურ ადსორბციული სპექტრომეტრიის (AAS) მეთოდით . მიღებული შედეგების მიხედვით, ტყვიის მაქსიმალური კონცენტრაცია დაფიქსირდა ზამთარში 0,041მგ/კგ, ხოლო მინიმალური შემოდგოაზე- 0,020მგ/კგ. კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა სეზონურად იცვლება და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული,  როგორც ანთროპოგენულ, ასევე კლიმატურ ფაქტორებზე. სფაგნუმის ბიომონიტორინგის მეთოდი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისთვის.