კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება კადრების შეფასება/შერჩევის ამოცანის გადასაჭრელად მარკეტინგის სამსახურის მაგალითზე

პერსონალის/კანდიდატის შეფასების ამოცანის გადაჭრის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება კანდიდატების შერჩევის/პერსონალის შეფასების პარამეტრების სისტემის ჩამოყალიბება ხელოვნური ნეირონული ქსელის შემუშავება თანამშრომლების/კანდიდატების შესაფასებელი კოეფიციენტის პროგნოზირებისათვის მარკეტინგული ბიზნეს-პროცესის მოდელირება

Авторы

августа 20, 2026

სტატიაში განხილულია ორგანიზაციაში არსებული პერსონალისა და რეკრუტინგის პროცესში კანდიდატის საქმიანობის შეფასების ამოცანის გადაჭრის მეთოდოლოგიის შემუშავება. შეფასება/შერჩევის პროცესისათვის ნაგულისხმევია ხელოვნური ნეირონული ქსელის შემუშავება და გამოყენება, რომელსაც შესავლელზე უნდა მიეწოდოს იმ პარამეტრების ნაკრების მნიშვნელობები, რომელიც საკმარისია მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის ანალიზისთვის და შეფასებისათვის. ხელოვნური ნეირონული ქსელის გამოსასვლელ შრეზე უნდა იყოს მიღებული გარკვეული კოეფიციენტი, რომელიც შემდგომ გამოიყენება სამსახურში მიმდინარე პროცესების მოდელირებისათვის დროითი პარამეტრების დასაკორექტირებლად. ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის განხორციელების სრული ციკლი: პარამეტრების სისტემის ჩამოყალიბება, პარამეტრების წონების განსაზღვრა, მოდელირების პროცესში დროითი პარამეტრების დასაკორექტირებლად განკუთვნილი კოეფიციენტის განსაზღვრა და შეფასება, კოეფიციენტების პროგნოზული მნიშვნელობების მიღება ხელოვნური ნეირონული ქსელის საშუალებით, მარკეტინგული პროცესების მოდელირება კოეფიციენტების სხვადასხვა მნიშვნელობებისათვის.