4.1 Medicine 

მწვავე ინფექციური მიოკარდიტის კლინიკური შემთხვევა 28 წლის მამაკაცში

მიოკარდიტი გულის MRI ტროპონინი გადოლინიუმი მწვავე კორონარული სინდრომი

Авторы

июля 27, 2026

მიოკარდიტი წარმოადგენს მიოკარდიუმის ანთებით დაავადებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ინფექციური ეტიოლოგიისაა. წარმოდგენილია 28 წლის მამაკაცის კლინიკური შემთხვევა, რომელმაც კლინიკას მიმართა ტკივილით გულმკერდის არეში, ქოშინით, საერთო სისუსტითა და ცხელებით. რამდენიმე დღით ადრე გადატანილი ჰქონდა შუა ოტიტი.  ლაბორატორიულად გამოვლინდა ტროპონინისა და ანთებითი მარკერების მატება. მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად ჩატარდა კორონაროგრაფია, რომელმაც აჩვენა ინტაქტური კორონარული არტერიები. გულის MRI კვლევამ დაადასტურა მიოკარდიუმის შეშუპება და გადოლინიუმის სუბეპიკარდიული დაგროვება, რაც შეესაბამებოდა მწვავე მიოკარდიტს. მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გართულებებს ადგილი არ ჰქონია.