4.1 Medicine 

იმუნოფენოტიპური ცვლილებები კუჭის კანცეროგენეზის დროს: CDX2, SOX2, Ki67 და p53-ის ექსპრესიის ნიმუშები კუჭის კიბოსწინარე დაზიანებებსა და ადენოკარცინომაში

კუჭის კიბო ნაწლავის მეტაპლაზია დისპლაზია CDX2 SOX2 Ki67 p53 კუჭის კანცეროგენეზი იმუნოჰისტოქიმია

Авторы

June 11, 2026

კუჭის კანცეროგენეზი არის მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომელიც ხასიათდება პროგრესირებადი მორფოლოგიური და მოლეკულური ცვლილებებით, რომლებიც კუჭის ქრონიკული დაზიანებიდან ინვაზიურ ადენოკარცინომამდე პროგრესირებს. დაზიანების პროგრესირებასთან დაკავშირებული ბიომარკერების იდენტიფიცირებამ შეიძლება გააუმჯობესოს რისკის სტრატიფიკაცია და ადრეული დიაგნოზი.

კვლევის მიზანს შეადგენდა CDX2, SOX2, Ki67 და p53-ის იმუნოჰისტოქიმიური ექსპრესიის ნიმუშების შესწავლა კუჭის კანცეროგენეზის სპექტრში და მათი კავშირის შეფასება დაავადების პროგრესირებასთან.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა რეტროსპექტული-კოჰორტული კვლევა 68 ფორმალინით ფიქსირებულ პარაფინში ჩაყალიბებულ კუჭის ქსოვილოვან ნიმუშზე, მათ შორის ნორმალური კუჭის ლორწოვანი გარსის, ქრონიკული ატროფიული გასტრიტის, ენტერული სრული მეტაპლაზიის, ენტერული არასრული მეტაპლაზიის, დაბალი ხარისხის დისპლაზიის, მაღალი ხარისხის დისპლაზიის, ნაწლავის ტიპის კუჭის ადენოკარცინომის და დიფუზური ტიპის კუჭის ადენოკარცინომის ნიმუშებზე. ჩატარდა CDX2, SOX2, Ki67 და p53-ის იმუნოჰისტოქიმიური შეღებვა. ექსპრესიის ნიმუშები შეფასდა და კორელაციაში შეფასდა დაზიანების სიმძიმესთან.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ CDX2-ის ექსპრესია მნიშვნელოვნად გაიზარდა კუჭის ნორმალური ლორწოვანი გარსიდან ნაწლავის მეტაპლაზიასა და დისპლაზიაზე გადასვლის დროს, რაც ასახავს ნაწლავურ პროგრესულ დიფერენციაციას. SOX2-ის ექსპრესიამ კი პირიქით აჩვენა თანდათანობითი შემცირება, რაც მიუთითებს კუჭის ეპითელური ფენოტიპის დაკარგვაზე. Ki67-ის პროლიფერაციული აქტივობა პროგრესულად გაიზარდა არასიმსივნური დაზიანებებიდან ინვაზიურ კარცინომებამდე. p53-ის ექსპრესიის აბერანტული ექსპრესიის ნიმუშები უპირატესად დაფიქსირდა დისპლაზიურ დაზიანებებსა და ადენოკარცინომებში. არასრულმა ნაწლავის მეტაპლაზიამ აჩვენა იმუნოფენოტიპური მახასიათებლები, რომლებიც შუალედურია ნაწლავის სრულ მეტაპლაზიასა და დისპლაზიას შორის, რაც ადასტურებს მის ავთვისებიან პოტენციალს.

კუჭის კანცეროგენეზს თან ახლავს ეპითელური დიფერენციაციის, პროლიფერაციული აქტივობის და p53 სტატუსის პროგრესული ცვლილებები. CDX2, SOX2, Ki67 და p53-ის კომბინირებული შეფასება შეიძლება მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია კუჭის წინამორბედი დაზიანებების შესაფასებლად და კუჭის ადენოკარცინომაში პროგრესირების გაზრდილი რისკის მქონე დაზიანებების იდენტიფიცირებისთვის.