კლიმატი და ადამიანი: კლიმატის ფილოსოფიური ანალიზი

ეკოლოგია ეთიკა ეკოეთიკა ფილოსოფიური გეოგრაფია კლიმატი და ადამიანი ადამიანი და ბუნება

ავტორები

  • ვარდო ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Georgia
ტომ. 4 No. 2 (2022)
სტატიები
April 24, 2022

ჩამოტვირთვები

რომის კლუბის წევრის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის აურელიო პეჩეს მიხედვით, პრობლემის არსი, რომელმაც თავი იჩინა ადამიანის ევოლუციის თანამედროვე ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ვერ ასწრებენ კულტურის ადაპტირებას იმ ცვლილების შესაბამისად, რომელიც  მათ მიერვე არის ინიცირებული.  იგი ამ კრიზისის მიზეზად ადამიანის შინაგან ბუნებას მიიჩნევს და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობასაც მხოლოდ ადამიანის შინაგანი მრწამსის ცვლილებასა და საზოგადოების შეგნებაში ხედავს. ამასთან, თვლის, რომ საზოგადოებამ უნდა შეიგნოს თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის საშიშროება და ძირეულად შეცვალოს ბუნებისადმი მგლური დამოკიდებულება.

საზოგადოებრივი შეგნების ფორმაა ეკოლოგიური ეთიკა, რომელიც ეფუძნება ეკოლოგიისა და კლასიკური ეთიკის ძირითად პრინციპებს, ადამიანისა და ბუნების მორალურ ურთიერთობებს, ზნეობრივ ნორმებს და ქმედებებს. ეკოეთიკის სფეროებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემები. ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ეს კავშირი კარგადაა ასახული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები პლატონი და არისტოტელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ კლიმატის როლზე, როგორც ადამიანის ხასიათისა და ორგანიზმის ბიოლოგიური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე. ამ მხრივ, კიდევ უფრო ბევრად საინტერესოა შემდგომი პერიოდის ფილოსოფოსთა შეხედულებები, კვლევები და დასკვნები ეკოეთიკური და ფილოსოფიური გეოგრაფიის, პოლიტიკური გეოგრაფიის მიმართულებით. წარმოდგენილი ნაშრომი  სწორედ ამ უკანასკნელს ემსახურება. მისი მიზანია ფილოსოფოსთა შრომებზე დაყრდნობით ნათლად წარმოაჩინოს თანამედროვე დროის გლობალური ეკოლოგიური პრობლემები - ადამიანისა და კლიმატის მიმართების ჭრილში.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.