1918-1921 წლების ქართულ პარტიულ პრესაში აღბეჭდილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკა
pdf (English)

საკვანძო სიტყვები

Education Policy
First Sovereign Republic
Theories of Media Effects – Agenda-setting, Framing.

როგორ უნდა ციტირება

მაჭარაშვილი თ. . (2022). 1918-1921 წლების ქართულ პარტიულ პრესაში აღბეჭდილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკა. ქართველი მეცნიერები, 4(1), 90–101. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.01.09

ანოტაცია

საქართველოს პირველი სუვერენიტეტის წლების (1918-1921) განათლების პოლიტიკას აღნიშნული პერიოდის ძირითად მედიასაშუალებებზე (გაზეთები: „ერთობა“, „სახალხო საქმე“, „საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“) დაკვირვების გზით წარმოვაჩენთ.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე მრავალი პრობლემა იდგა. ნაციონალიზაციის საკითხის მოგვარება, ძირითადად, ემყარებოდა განათლების სისტემის ძირეულ გარდაქმნას. მშობლიური ენის დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო პროგრამის გაქართულებას საჭიროებდა, რაც, თავის მხრივ, როგორც მატერიალურ, ისე ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვდა. დიდი ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოში მეცნიერების აღორძინებასთან ასოცირდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც უშუალო კავშირში იყო სახალხო განათლებასთან. შესაბამისად, სუვერენული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკა სხვადასხვა ჭრილში უნდა განხილულიყო.

            მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის წლების საქართველოს ცხოვრებას არა ერთი  ნაშრომი მიეძღვნა, ისინი ძირითადად ისტორიოგრაფიული ხასიათისაა. ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა კი, კონკრეტულად, მედიაში წარმოჩენილი განათლების პოლიტიკის თავისებურებებზე ახდენს აქცენტირებას და ამ კუთხით საკითხის სიღრმისეულ კვლევას ისახავს ძირითად ამოცანად. მედიაეფექტების, კერძოდ დღის წესრიგისა და ფრეიმინგის თეორიებზე დაყრდნობით გამოვკვეთეთ მედიის როლი განათლების სისტემის რეფორმის  წარმართვის მეტად წინააღმდეგობრივ გზაზე.

            აღმოჩნდა, რომ ქართულ მრავალპარტიულ პრესაში განათლების სისტემის ფორმირება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა და სხვადასხვა პარტიები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ერთგვაროვან პოლიტიკას ატარებდნენ. მედიაგზავნილი კი შემდეგი იყო: მეცნიერების განვითარებით დავუკავშირდებოდით ევროპას, ხოლო ევროპული ოჯახის წევრი კი მხოლოდ მაშინ გავხდებოდით, თუ ვიქნებოდით სრულუფლებიანი ერი. ამ გზავნილთა ჩარჩო საქართველოს სივრცითი ორიენტაციით არის განსაზღვრული - საქართველო, არა რუსეთის გავლით, არამედ პირდაპირ უნდა დაკავშირებოდა ევროპას.

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.01.09
pdf (English)

წყაროები

ბაქრაძე (2008) „პედაგოგიური აზროვნება 1900-1931 წლების საქართველოში“ თბილისი, უნივერსალი.

სურგულაძე (2013) „საქართველო 1918-1921 წლებში“, თბილისი.

ჭუმბურუძე (2000) „განათლება 1918-1921 წლებში“, თბილისი, მემატიანე.

ბოგვერაძე, მ. „განათლება პირველ რესპუბლიკაში“, 26/05. 2020

https://netgazeti.ge/news/455552/

McCombs & Shaw „აჯენდა -სეთინგის თეორია“, 1972

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2022 Tinatin Macharashvili

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...