ალექსანდრე ხახანაშვილი და ქართული დიალექტოლოგიის აქტუალური საკითხები
ჩამოტვირთვები
წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ალექსანდრე ხახანაშვილის დამოკიდებულება დიალექტოლოგიის აქტუალურ საკითხებთან. კვლევა ემყარება სამეცნიერო პუბლიკაციებს, საარქივო და პრესის მასალებს. ამ მხრივ, საინტერესოა , გაზეთ ,,ივერიასა“ და ,,აკაკის თვიურ კრებულში“ გამოქვეყნებული კორესპოდენციები: ,,ფშაველებისა და მოხეევეების შესახებ“, ,,თუშები“ ,,მგზავრის დღიურიდამ“, ,,ქართული სამწერლობო ენა“. ალექსანდრე ხახანაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ეთნოგრაფი, რომელმაც შეადგინა ,,პროგრამა ეთნოგრაფიული და იურიდიული ცნობების შესაკრებად“ (შედგება 1260 კითხვის, 11 თავისა და 12 ქვეთავისაგან) . ამ პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ მოსკოვის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებიც. პროგრამა პრაქტიკულად გამოსაყენებელია ველზე სამუშაოდ არა მარტო ეთნოგრაფიისა და ისტორიისათვის, არამედ დიალექტოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ქართული სამართლის ისტორიის შესწავლისათვის. პროგრამაში გამოკვეთილია მეთოდები მასალების ჩაწერასთან დაკავშირებით: 1. სიტყვები და ფრაზები ჩაიწეროს სწორი ტრანსკრიფციით; 2. ყურადღება უნდა მიექცეს ენის ლექსიკონსა და გრამატიკას.
ალექსანდრე ხახანაშვილი აქტიურად ჩაება საველე მუშაობაში: შემოიარა აღმოსავლეთ იმიერკავკასიის, ყიზლარისა და მოზდოკის მხარე და ორ ქართულ სოფელში ჩაიწერა ეთნოგრაფიული და დიალექტური ტექსტები. მან შეკრიბა, აღწერა და თავი მოუყარა საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფისა და მეტყველების ამსახველ მასალებს. კილოების შესწავლა და მათი შემოტანა სალიტერატურო ენაში უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან მწერლობის განვითარება თხოულობს ენისა და კილოური მეტყველების დაახლოებას. მნიშვნელოვნია ენის სიწმინდის დაცვა ბარბარიზმებისაგან და ქართული ტერმინოლოგის ზუსტი თარგმნა სხვა ენაზე. დიალექტური თვალსაზრისით საყურადღებოა ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ამსახველი ლექსიკა, გეოგრაფიული მიმოხილვის, ზნე-ჩვეულების, საქმიანობის, სოციალური ურთიერთობების, საქორწილო ტრადიციების, გლოვის წესების, რწმენა-წარმოდგენების, ტანსაცმლის, იარაღის, ხევისბერის ფუნქციის, მთისა და ბარისათვის დამახასიათებელი ტერმინები. ხშირ შემთხვევაში ალ. ხახანაშვილი ონომასტიკურ მასალას თვითონ აანალიზებს ენათმეცნიერული მიდგომით. მის მიერ ჩაწერილი მასალების დიალექტოლოგიური კვლევა-ძიება ქრონოლოგიურად მნიშვნელოვან დარგობრივ ლექსიკას გამოავლენს თანამედროვეობასთან მიმართებაში.
Downloads
1. ნ. არდოტელი, დიდოური ენა, თბილისი, 2007, გვ. 9-10.
2. გაზეთი ,,ივერია“, 1887, # 72, გვ. 3.
3. გაზეთი ,,ივერია“, 1887 , # 248, გვ. 2.
4. ა. გარსევანიშვილი, ორიოდე სიტყვა ეთნოგრაფიის შესახებ: ივერია, # 127, თბილისი, 1887, გვ. 2-3.
5. მ. კობერიძე, ზემოაჭარულის დარგობრივი ლექსიკა, თბილისი, 2011, გვ. 51.
6. მ. კობერიძე, ალექსანდრე ხახანაშვილი და ქართველოლოგიის ატუალური საკითხები: ფილოლოგიური კვლევები, III, გორი, 2021, გვ. 101-113.
7. მ. კობერიძე, ალექსანდრე ხახანაშვილის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, VII, გორი, 2022, გვ. 280-287.
8. მ. კობერიძე, თუშების ყოფა-ცხოვრების აღმნიშვნელი ლექსიკა ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ შეკრებილი მასალების მიხედვით: XLII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები, თბილისი, 2022, გვ. 75-81.
9. ს. მაკალათია, თუშეთი, თბილისი, 1983, გვ. 101.
10. თ. უთურგაიძე, ქართული ენის მთის კილოთა ზოგი თავისებურება, თბილისი, 1966, გვ. 75.
11. არნ. ჩიქობავა ,ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი: შრომები, IV,თბილისი, 2008, გვ. 235.
12. გ. ცოცანიძე , თუშური ლექსიკონი, თბილისი, 2012, გვ. 290.
13. ა. ჭინჭარაული, ხევსურული ლექსიკონი, ქართული ენა, თბილისი, 2005, გვ. 757, 1090.
14. ა. ხახანაშვილი, მგზავრის დღიურიდამ: ივერია, #173, ტფილისი, 1888, გვ. 17-32.
15. ა. ხახანაშვილი, მგზავრის დღიურიდამ: ივერია, #177, ტფილისი, 1888, გვ. 71-87.
16. ა. ხახანაშვილი, მგზავრის დღიურიდამ: ივერია, #181,ტფილისი, 1888, გვ. 63-81.
17. ა. ხახანაშვილი, პროგრამა ეთნოგრაფიული და იურიდიულ ცნობების შესაკრებად: აკაკის თვიური კრებული,XI, ქუთაისი, 1899, გვ. 81-110.
18. ა. ხახანაშვილი, ქართული სამწერლო ენა: ივერია, #82, 1901, გვ. 3.
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

