სტევიისა და ფერმენტ ამილაზას კომბინირებული გამოყენება ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ ფუნთუშებში

სტევია ამილაზა შაქრის ჩანაცვლება ფერმენტული კორექცია

ავტორები

  • ეკატერინე გობრონიძე ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ჩაის სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი, Georgia
ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
აგვისტო 5, 2026

ჩამოტვირთვები

თანამედროვე კვების ინდუსტრიაში შაქრის შემცირების სტრატეგიები აქტუალურია, თუმცა მისი ტექნოლოგიური ფუნქციების მრავალფეროვნება მნიშვნელოვან სირთულეს ქმნის საცხობ პროდუქტებში ჩანაცვლებისას. წინამდებარე კვლევის მიზანია, სტევიის, როგორც ბუნებრივი მაღალი ინტესივობის დამატკბობლის და ფერმენტ ამილაზას, როგორც ფერმენტული მოდიფიკატორის კომბინირებული გავლენის შეფასება ხორბლის ფქვილისაგან დამზადებულ ფუნთუშებში.   შესწავლილ  იქნა  შაქრის ჩანაცვლების შესაძლებლობა სტევიათი  და  ფერმენტ ამილაზათი. შეფასდა ცომის რეოლოგიური თვისებები, ფერმენტაციის კინეტიკა, მზა პროდუქტის ფიზიკო-ქიმიური  მახასიათებლები. შედეგებმა აჩვენა, რომ ამილაზას დამატება მნიშვნელოვნად ამცირებს სტევიის გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს, აუმჯობესებს მოცულობას, ფორიანობასა და ტექსტურას. ოპტიმალური ფორმულაცია მიღწეული იქნა შაქრის სტევიით ჩანაცვლებით და   ფერმენტ ამილაზის გამოყენებით.