მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაავადებათა ზოგადი პროფილაქტიკური ვეტერინარულ-ჰიგიენური ღონისძიებების მნიშვნელობა თანამედროვ ეკოლოგიური გამოწვევების რეალობაში
ჩამოტვირთვები
მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯანმრთელობის შენარჩუნების, პროდუქტიულობის გაზრდისა და ზოონოზური დაავადებების პრევენციის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს პროფილაქტიკური ვეტერინარულ-ჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსური განხორციელება, რაც თანამედროვე ეკოლოგიური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს და სრულად ეხმიანება “One Health” -ის კონცეფციის პრინციპებს“.
სავეტერინარო ჰიგიენა შეიმუშავებს ორგანიზმზე გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების შესუსტებისა და მათგან დაცვის ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებების პრაქტიკაში გატარება განაპირობებს ცხოველების გარემომცველი არეს ოპტიმიზაციას. ვეტერინარულ-ჰიგიენური კვლევები, წესები და ნორმატიული რეგლამენტები, კერძოდ მოვლა-შენახვის, კვების, ექსპლუატაციის მართებული პრინციპების და სხვა ასპექტების დაცვა-გამოყენება უზრუნველყოფს ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სიკვდილიანობის შემცირებას, პროდუქტიულობის ამაღლებას, ზოგად კეთილდღეობას და ამასთანავე გარემომცველი არეს - ჰაერის, ნიადაგის, წყლის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.
Downloads
1.Renault V., Humblet M.F., Pham P.N., Saegerman C. (2021). Biosecurity at Cattle Farms: Strengths, Weaknesses, Opportunities and Threats Pathogens, 10 (10): 1315.
2. Milirzer N. et.al. (2023). Charaterising Biosecurity Initiatives Globally to Support the Development of a Progressive Management Pathway for Terrestrial Animals. Animals, 13 (16): 2672
3. Gauly M., Ammer S. (2020) Review: Challenges for Dairy Cow Production Systems Arising from Climate Changes, Animal, 14 (S1): S196-S203.
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

