ღვინისა და წყლის დამუშავების მემბრანული ფილტრაციის სისტემებიდან ამოღებული ნალექების მიკრობული ორგანიზმები და ბიოდაბინძურების მახასიათებლები

მიკრობიოლოგიური ანალიზი მემბრანული ფილტრაცია ოპტიკური მიკროსკოპია ღვინომასალა სასმელი და ჩამდინარე წყალი

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
მაისი 30, 2026

ჩამოტვირთვები

კვლევა ეხება ღვინომასალის, სასმელი და ჩამდინარე წყლების მემბრანული ფილტრაციის შემდეგ ფილტრებზე დაგროვილი ნალექების მიკრობიოლოგიურ და მორფოლოგიურ შესწავლას. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მემბრანული ფილტრაციის პროცესებთან დაკავშირებული მიკრობული დაბინძურებისა და ბიოდაბინძურების (biofouling) ნიშნების შეფასება. მემბრანის ზედაპირიდან აღებული ნიმუშები შესწავლილ იქნა „გაჭყლეტილი წვეთის“ მეთოდისა და ×400 გადიდების ოპტიკური მიკროსკოპიის გამოყენებით.

   კვლევის შედეგებმა აჩვენა  განსხვავებები გაფილტრული სინჯებებს მიკრობულ შემადგენლობაში. ღვინომასალაში დომინირებდა საფუარის უჯრედები, ძირითადად ოვალური ფორმის Saccharomyces cerevisiae, რომლებიც ხშირად ქმნიდნენ აგრეგატებს და დაკავშირებული არიან ფერმენტაციის პროცესთან. სასმელი წყლის ნიმუშებში ბიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა, რაც წყლის ეფექტურ გაწმენდასა და მიკრობიოლოგიურ უსაფრთხოებაზე მიუთითებს. ჩამდინარე წყლების ნიმუშებში გამოვლინდა მაღალი მიკრობული დატვირთვა, მრავალფეროვანი ბაქტერიული მორფოლოგია, აქტიური ლამის ფლოკები და ბიოფილმთან ასოცირებული აგრეგატები, რაც მემბრანული ბიოდაბინძურების  ხარისხზე მიუთითებს.

   კვლევამ დაადასტურა, რომ მემბრანებზე დაგროვილი ნალექები შეიცავს მრავალფეროვან მიკრობულ ორგანიზმებს, რომლებიც შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდნენ ფილტრაციის ეფექტურობასა და სისტემის ოპერაციულ სტაბილურობაზე. მიღებული შედეგები ხაზს უსვამს მემბრანული ფილტრაციის სისტემებში მიკრობიოლოგიური მონიტორინგის მნიშვნელობას ფილტრაციის პროცესის ოპტიმიზაციის, ბიოდაბინძურების შემცირებისა და ღვინისა და წყლის დამუშავების ტექნოლოგიების გრძელვადიანი ეფექტური ფუნქციონირებისათვის.