საქართველოს ფლორის Consolida orientalis (J.Gay) Schrödinger-ის ალკალოიდები და ვეგეტატიური ორგანოების ანატომიური აგებულება
ჩამოტვირთვები
განხილულია საქართველოს ფლორის Consolida orientalis (J.Gay) Schrödinger-ის ალკალოიდების შემცველობა და საკვლევი სახეობის მცენარის ვეგეტატიური ორგანოების მაკრო- და მიკროსტრუქტურული თავისებურებები ტაქსონის საიდენტიფიკაციო მახასიათერლების დადგენის მიზნით.
- orientalis-ის მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოები დაფარულია მარტივი, კონუსური ფორმის, მოღუნული, ერთუჯრედოვანი ტრიქომებით. ყლორტის მუხლთშორისის სტრუქტურა მონოციკლურია, ტრანზიტორული სისტემა კონებგანცალკევებული; გამტარი კონა ღია-კოლატერალური ტიპის. ფოთლის სეგმენტი ორფრთიანია, ბიფაციალური ფორმის, ამფისტომატური, დორზოვენტრალური სტრუქტურის; ფოთლის ზედა და ქვედა ეპიდერმისი მწყობრად დაგვირისტებულია, მრუდხაზოვანი, ზიგზაგისებრ-კუთხოვანი სტრუქტურის; ფოთლის სავენტილაციო სისტემა ბაგეთა ანომოციტური ტიპს მიეკუთვნება. C. orientalis-ის ფესვი პოლიარქული აღნაგობისაა; ფესვის მერქანში გამტარი ჭურჭლები ჯგუფური და სიგრძრზე მწკრივული განწყობით დიფერენცირდება, მათი შიდა გარსის გასქელება უპირატესად ფოროვანია მარტივი პერფორაციული ფირფიტით წარმოდგენილი. C. orientalis-ის ფესვის ტრანზიტორული სისტემისათვის დამახასიათებელია ჰომოგენური რადიალური სხივების არსებობა ქერქის მიმართულებით გაგანიერების ტენდენციით.
ჩატარებული ფიტოქიმიური კვლევებისა და GC/MS სპექტრალური ანალიზის შედეგად დადგენილია, რომ C. orientalis-ის ვეგეტატიური ორგანოებიდან სითხურ-სითხოვანი ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ გასუფთავებულ ალკალოიდების ჯამში დომინირებს დიტერპენული ჯგუფის ფუძეები: დელკოზინი, გიგაქტონინი, ლიკოკტონინი.
Downloads
საქართველოს ფლორა ტ.II, გამ.”მეცნიერება” თბილისი 1973, გვ.65-69;
საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა; თბილისი 2018, გვ.155;
R. Gagnidze Vascular plants of Georgia a nomenclatural checklist. Tbilisi. 2005. 33-34;
G. Rocchetti; G.Zengin; Y. Cakmak; M.Mahmodally; M.Kaya; S. Alsheikh; J. Glamocilja; M. Sokovic; D. Lobine; L. Lucini. A UHPLC-QTOF-MS screening provides new insights into the phytochemical composition and biological properties of six Consolida species from Turkey. Industrial Crops and Products, 2020, 158, 112966;
https://www.gbif.org/ru/species/search?q=consolida
L. Fang; C. Yang; L. Jing-yu; L. Jing-han -Advances in the studies on the pharmacological activities and toxicities of C19 diterpenoid alkaloids. Strait Pharm. J. 2012, v.24, n.4,Pp. 1–12.
T. Xu; S. Liu; L. Meng; Z. Pi; F. Song; Z. Liu - Bioactive Heterocyclic Alkaloids with Diterpene Structure isolated from Traditional Chinese Medicines; Journal of Chromatography B, 2015, 1026, 56-66;
T. Yin; L.Cai; Z. Ding - A systematic review on the chemical constituents of the genus Consolida (Ranunculaceae) and their biological activities. RSC Adv. 2020 Sep 22;10(58):35072–35089. doi: 10.1039/d0ra06811j
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

