საქართველოში კულტივირებული თრიმლის (Cotinus Coggygria Scop) ფოთლების პოლიფენოლების (ტანინების) ექსტრაქტის გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში

თრიმლი პოლიფენოლები ანტიმიკრობული ანტიბაქტერიული ენდოდონტია პათოგენური მიკროფლორა არხთა სისტემა Enterecoccus faecalis

ავტორები

ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
დეკემბერი 16, 2025

ჩამოტვირთვები

კლინიკური ენდოდონტიის ეფექტური და პროგნოზირებადი შედეგების მისაღწევად დღესაც მეტად აქტუალურია ახალი მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებების  ძიება.    ენდო დაავადებების ეტიოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე ეფექტური მკურნალობის საწინდარი არხთა სისტემის სრულფასოვანი დეზინფექციაა. ჩვენი კვლევა ენდოდონტიურ პრაქტიკაში საქართველოში კულტივირებული მცენარე თრიმლის ექსტრაქტის იმპლემენტაციის რაციონალობას შეისწავლის. აღნიშნულ პრეპარატის შერჩევა, მასში პოლიფენოლთა ექსტრაქტის მაღალი ტიტრით განისაზღვრა, რაც ბუნებრივი ნედლეულის  ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ აქტივობას განსაზღვრავს. აღნიშნული სტატია  მიმოიხილავს ყველა ინ საკვანძო პრეკლინიკურ ექსპერიმენტთა შედეგებს (ექსპერიმენტული საირიგაციო ხსნარის ციტოტოქსიურობის, უსაფრთხოების, ალერგიულობის, ბიოშეთავსებადობის და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების შესწავლა, მიკრობიოლოგიური აქტივობის განსაზღვრა,  ექსტრაქტის ფრაქციის და ხსნარის კონცენტრაციის შერჩევა; თავსებადობა სხვა საირიგაციო საშუალებებთან), რომელიც ჩვენს მიერ ჩატარდა პრეპარატის in vivo და კლინიკური კვლევის გაგრძელების  რეტროსპექტივაში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.