4.1 მედიცინა

პერიმეტრის კონტროლის მიზნით საჰაერო სივრცეში რადიოლოკაციურად ძნელად აღმოსაჩენი ობიექტების დაფიქსირება მოდულირებული ლაზერული გამოსხივებით

ლაზერი მოდულაცია სიგნალი

ავტორები

ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
December 13, 2025

ჩამოტვირთვები

ნაშრომში მოყვანილია კვლევები, რომლებიც განკუთვნილია   საჰაერო  სივრცეში  რადიოლოკაციურად ძნელად  აღმოსაჩენი  ობიექტების  დეტექტორული მოწყობილობის  შესაქმნელად. მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია მოდულირებული  ლაზერული  გამოსხივების გამოყენებაზე. კერძოდ, კვლევებისას გამოყენებული იქნა 10 ვტ სიმძლავრის ლაზერი, 980(+/-5)ნმ ტალღის სიგრძით.  კვლევები ძირითადად დაეთმო იმას, თუ რამდენადაა დამოკიდებული ლაზერის მოდულაციაში მიღებული სიგნალის ხარისხი განივი იმპულსური მართვის სიგნალის  იმპულსის შევსებადობაზე. ექსპერიმენტი ჩატარდა მოდულატორის განივი იმპულებისათვის შევსებადობით 90% დან 10%-დე. ოსცილოსკოპით ხდებოდა, როგორც მოდულირებული სიგნალის გადაღება ასევე ობიექტიდან არეკვლილი სიგალის დაფიქსირებაც.

კვლევებმა აჩვენა, რომ შევსებადობის შემცირებით ობიექტიდან არეკვლილი სიგნალის ხარისხი არ ფუჭდება და ის საკმაოდ კარგია 10%-იანი შევსებადობის შემთხვევაშიც. ეს ფაქტი ასევე დადასტურდა  ობიექტიდან არეკვლილი სიგნალის ყურსასმენით დაფიქსირებისას. ამას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ მოდულაციაში განივი იმპულსური მართვის სიგნალის გამოყენებით იმპულსის შევსებადობის 10-15%-მდე შემცირება,  ლაზერის ქარხნულად დასაშვები სიმძლავრის 2-3-ჯერ გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს და შესაძლებელი იქნება საკმაოდ დიდი მანძილებიდან (ასეულობით მეტრი) სიგნალის მიღება და შესაბამისად ობიექტების დეტექტირება.

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.