წყალთან დაკავშირებული ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების ლოკალიზაცია ფრონეს ხეობის მეტყველებაში

ფრონეს ხეობა ტოპონიმი ჰიდრონიმი ლექსიკა წარმოება ლოკალიზაცია

ავტორები

ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
დეკემბერი 5, 2025

ჩამოტვირთვები

 წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია  წყალთან დაკავშირებული ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების  ლოკალიზაცია ფრონის ხეობის მეტყველებაში. კვლევა ემყარება შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურისა და  ჩვენ მიერ სოფელ-სოფელ  მოძიებული მასალების ენათმეცნიერულ ანალიზსს.  ყურადღება გამახვილებულია დვანის, ფცის, სურამისა და ალის ფრონის სოფლებისათვის დამახასიათებელი ადგილისა და მდინარეების სახელწოდების სტრუქტურასა და წარმოების საშუალებებზე.  სიტყვათა ამ დიდი მარაგის  გათვალისწინება  ენის ლექსიკაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია.    ტოპონიმთა  სისტემაში  დაცულია ერთი კანონზომიერება : ადგილის სახელწოდებში წარმოდგენილია   გარემო, მდებარეობა, ნიშნები, ფერი, პირსახელი, გვარი. ტოპონიმებისა და ჰიდრონიმების შემადგენელ ელემენტებად ხშირად გვხვდება წყალთან დაკავშირებული ლექსიკა:  წყარო, ტბა, ღელე, ჭალა, ხევი, ჭაობი, მორევი.  რთულ ფუძეში პირველი კომპონენტია სოფლის სახელწოდება, გვარი, საკუთარი ან საზოგადო სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ცხოველი ან ფრინველი. ამის ნიმუშებია: აწყურის წყალი, რუსთავის წყალი,  ალექსანდრეს წყარო, თედეშვილებისწყალი, ბაიდაურის წყალი, ბატონისწყარო, ბებერისწყარო. მსაზღვრელად გამოყენებული გვარი და პირსახელი მიგვანიშნებს კუთვნილებასა და სიმრავლეზე.  ასეთ  ტოპონიმს ახლავს -იან სუფიქსი : დურგლიანთწყარო  (დურგლიშვილების წყარო), მაჭარაანთწყარო (მაჭარაშვილების წყარო), ბლიაძიანთტბა (ბლიაძეების ტბა).  ადგილისა და მდინარეების სახელწოდებები ნაწარმოებია  პრეფიქს-სუფიქსებით (ნა-ურ: ნატბეური) და სუფიქსებით (ულ//-ულა: ფლეულა - მდინარე სოფელ ფლევში; ფციულა-მდინარე სოფელ ფცაში;  სურამულა - მდინარე სურამში.   -ურა: ღოღურა - მდინარე სოფელ ღოღეთში. -ებ: ჭინჭილები -ადგილის სახელწოდება. -ორა: ჭოშორა. -ეთ: ქვაბლეთი...).   ჰიდრონიმებში - ა სუფიქსი თვისებისა და მსგავსების საწარმოებელი აფიქსია (ორწყალა.  ტკოცულა...). წარმოება ქართულია, არ შეგვხვედრია ნასესხები ტერმინები. ხმარების სიხშირით  უფრო გამოირჩევა  ,,წყალი“ და  ,,წყარო“ ფუძის შემცველი ტოპონიმები.    შეინიშნება ტოპონიმად  გამოყენებული დიალექტური ლექსიკის ტერიტორული ლოკალიზაცია. ასეთი წარმოება დამახასიათებელია ქართული ენის სხვა დიალექტებისათვისაც. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ გვარ-სახელთა  გამოკვლევა და ქრონოლოგიურად დღევანდელობასთან მიმართებაში შესწავლა, რომელიც ნებისმიერ მიკროტოპონიმს დაედო საფუძვლად.    ჰიდრონიმთა წარმოებისას  დასტურდება სუბსტანტიურმსაზღვრელიანი და შეკვეცილი ფორმები.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.