შავი ყურძნის ღვინომასალის სტერილიზაციის მიკროფილტრაციული პროცესისათვის მემბრანების მიღება და კვლევა

წითელი ღვინო მემბრანა მიკროფილტრაცია სიმღვრივე ფორის ზომა

ავტორები

ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
ნოემბერი 29, 2025

ჩამოტვირთვები

    აღნიშნულ ნაშრომში განხილულია საფერავის, ქინძმარაულის, ხვანჭკარას, მუკუზანის ტიპის ღვინომასალის ფილტრაციისათვის    ფაზური ინვერსიის სველი მეთოდით მიღებული ახალი მიკროფილტრაციული  პოლიმერული მემბრანების გამოყენება. ისინი დამზადებული იყო განსხვავებული კონცენტრაციის   პოლიეთერსულფონისა და   პოლიამიდის  კომპოზიციების პეს10%/დმფ, პეს12%/დმფ, პა10%/დმფ/LiCl, პა12%/დმფ/LiCl გამოლექვით.  დადგინდა, რომ მიღებული  მიკროფილტრაციული მემბრანები შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული  ქართული შავი ღვინოების საფერავის, ქინძმარაულის, ხვანჭკარას, მუკუზანის ტიპის ღვინომასალის ფილტრაციისა და სტაბილიზაციისათვის ღვინის სენსორული თვისებების  შეუცვლელად. ასევე დადგინდა რომ მიღებული ოთხი  მემბრანიდან ღვინოების სიმღვრივის უფრო დაბალი მნიშვნელობები გააჩნიათ N2 მემბრანაზე გაფილტრულ წითელ ღვინოებს, რომელიც მიღებულია პეს12%/დმფ პოლიმერული კომპოზიციიდან, რომლის  ფორის ზომაა 0,45მკმ და გააჩნია უკეთესი მორფოლოგია.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.