ნანოფილტრაციული გაყოფის პროცესის ოპტიმალური რეჟიმული პარამეტრების კვლევა

ნანოფილტრაცია მემბრანა წნევა სადაწნეო საკანი

ავტორები

ტომ. 7 No. 4 (2025)
სტატიები
ნოემბერი 28, 2025

ჩამოტვირთვები

ნაშრომში შესწავლილი იქნა  ნანოფილტრაციული გაყოფის პროცესის ძირითადი ოპერაციული პარამეტრები:  წნევა,  საცირკულაციო ნაკადის სიჩქარე და მემბრანული დანადგარის სადაწნეო საკნის სიმაღლე მათი ოპტიმალური მნიშვნელობების დასადგენად. თეორიულმა და ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მემბრანული აპარატის სადაწნეო საკანში დეიონიზირებული წყლის  მოძრაობის ლამინარული ნაკადის უზრუნველსაყოფად ოპტიმალურია  შედარებით დაბალი სიმაღლის სადაწნეო საკნები 0,2-0,4 მმ, ხოლო ტრანსმემბრანული წნევის და ტანგენციალური ნაკადის სიჩქარის  საუკეთესო დიაპაზონია  შესაბამისად  5 ბარი და 5 მ/წმ, რომლებიც უზრუნველყოფენ ნანოფილტრაციული პროცესის ოპტიმიზაციას გაყოფის   ეფექტურობის ხარისხის ამაღლებით და  ენერგომოხმარების შემცირებით.