სოციოლოგიური აზროვნება და სოციოლოგიური წარმოსახვა ჩარლზ რაით მილსის მიხედვით
ჩამოტვირთვები
სტატიაში გაანალიზებულია ცნობილი ამერიკელის სოციოლოგის ჩარლზ რაიტ მილსის სოციოლოგიური წარმოსახვის კონცეფცია. ნაჩვენებია სოციოლოგიური წარმოსახვის აუცილებლობა სოციოლოგიაში, ამ კონცეფციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. სტატიის ავტორები ისეთი საკითხების კრიტიკულ ინტერპრეტაციას იძლევიან, როგორებიცაა: ორიგინალური მეთოდოლოგიის აუცილებლობა სოციოლოგიაში, სოციოლოგიური აზროვნების ახალი წესის საჭიროება, სოციალური საზრისის დინამიკა, სოციოლოგიური წარმოსახვის არსი, მეცნიერება სოციოლოგიური წარმოსახვის მიხედვით; მეცნიერების ამბივალენტური ფუნქციონალობის გათვალისწინება, ადამიანი სოციოლოგიური წარმოსახვის მიხედვით, გონება და თავისუფლება, როგორც სოციოლოგიური წარმოსახვის ძირითადი პრინციპები, სოციოლოგიური წარმოსახვის ტიპები და სტივ ფულერის ახალი სოციოლოგიური წარმოსახვის კონცეფცია, რომლის მაგალითად ისეთი ე.წ. „პროგრესული“ მეცნიერებები გვევლინებიან, როგორებიცაა სოციობიოლოგია, ევოლუციური ფსიქოლოგია და ქცევითი გენეტიკა. ამ ტიპის სოციოლოგიური წარმოსახვა სოციოლოგების ყურადღებას სამეცნიერო ინოვაციების შესაძლებელ მოულოდნელ შედეგებზე მიმართავს, რომლის კონტროლი მომავალში შეუძლებელი იქნება. ახალი სოციოლოგიური წარმოსახვის კონცეფცია ბიოლოგიურ რედუქციონიზმს ემყარება და ნანოტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი რეალობის კონტროლს საეჭვოს ხდის. ამ ახალმა კონცეფციამ შეიძლება წარმატებით იმუშაოს ისეთ კვლევებში, რომლებიც ჯანმრთელობის რისკებს, დაბერების საწინააღმდეგო დისკურსებსა და ადამიანის სხეულის ახლებურ გაგებას და ინოვაციურ გენდერულ დისკურსებს შეეხება.
სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სხეულისა და სხეულებრივი ტექნიკების კვლევა თანამედროვე სოციოლოგიაში დრომ მოიტანა. ამიტომ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სხეულებრიობის საზღვრები, სხეული და ბუნება, კიბერსივრცეში მოცეკვავე სხეულები, ტრანსსექსუალი და ტრანსგედერი სხეულები, სხეულებრივი ფაქტორი სოციალურ ქსელებში და მრავალი სხვა შეიძლება ახალი სოციოლოგიური წარმოსახვის საფუძველზე კვლევას საჭიროებენ, ამიტომ სოციალური მოქმედების კვლევაში უახლესი პარადოქსალური სინთეზების შემოთავაზება და სამეცნიერო ინოვაციების საეჭვო შედეგები, ამბივალენტურობაზე აქცენტირება ამ კონცეფციის ძლიერ მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ მისი რადიკალური ხასიათი და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში სულიერ-გონითი მხარის უგულვებელყოფა მაინც მიუღებელი იქნება.
სოციოლოგიური წარმოსახვის კიდევ ერთ-ერთ მორიგ პოსტმოდერნულ ვარიანტს წარმოადგენს კიბერ-ადამიანის კონცეფცია, რომლის არსებობა უახლესი ტექნოლოგიებისა და „ინტელექტუალური მანქანების“ - კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. ეს მანაქანები ხელოვნურ ინტელექტთან ერთად უკვე დიდ გავლენას ადხდენენ თანამედროვე აქტორთა ფუნქციონირებაზე და მათ ახალ ძალაუფლებრივ შესაძლებლობებს სთავაზობენ. ყოველივე ეს ახალი პერსპექტივებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს სოციოლოგიას.
მიგვაჩნია, რომ სოციოლოგიური წარმოსახვის ახალი კონცეფციის საჭიროება, ბუნებრივია, აუცილებელია, გართულებული სოციოკულტურულ დინამიკისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, მაგრამ, ჩვენი აზრით, შემოთავაზებულ კონცეფციებს ჰუმანიზმი და სულიერება აკლიათ, რაც თითოეული მათგანის სერიოზულ ნაკლად უნდა მივიჩნიოთ.
Downloads
არისტოტელე, (1964). მეტაფიზიკა, თბ.
ბერძენიშვილი ა. (2019). თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები, ელექტრონული სახელმძღვანელო, თსუ.
ბერძენიშვილი ა, ქეცბაია კ. (2022). თანამედროვე სოციოლოგიური დისკურსი, თბ.
ბერძენიშვილი ა. ქეცბაია კ. (2021). სოციოლოგიის საგნის შესახებ პაატა გუგუშვილის მიერ დასავლური სოციოლოგიის კრიტიკული ანალიზის მიხედვით. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ #3.
მილსი ჩ. რ. (2018). სოციოლოგიური წარმოსახვა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ყოველწლიური ელექტრონული ჟურნალი: „სოციალური იდეა“ #1. ე. ლეკიშვილის თარგმანი. მთ. რედ. კ. ქეცბაია. თბ.
ფულერი ს. (2018). ახალი სოციოლოგიური წარმოსახვა, მ.
ქეცბაია, კ. (2012). ჩ.რ. მილსი წიგნში: „სოციოლოგიის კლასიკოსები - პერსონალია“, დ. ზაქარაია, კ. ქეცბაია, თბ.
Cane N. (2006). New Theoretical Movements: The Challenge of the ‘Posthumaiv, XVI World Congress of Sociology.
Кравченко С. (2009). Динамика социологического мышления и воображения, Социс. № 8.
Кравченко С. (2010). Динамика социологического воображения: всемирная культура инновационного мышления. М.
Штомпка П. (2001). Теоретическая социология и социологическое воображение, Социологический журнал. № 1.
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

