რატომ უჭირს საქართველოს მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა: ბაზრისთვის მზადყოფნისა და სტრუქტურული ბარიერების ემპირიული ანალიზი
ჩამოტვირთვები
საქართველო ტურიზმის განვითარებისთვის მზარდ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა მაღალი გადამხდელუნარიანობის მქონე ტურისტების მოზიდვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ნაშრომი იკვლევს ტურისტული სექტორის იმ ბარიერებს, რომლებიც ზღუდავენ მაღალხარჯველი ტურისტების მოზიდვის გამოწვევებს, რომელიც მოიცავს, როგორც ადამიანური კაპიტალის პრობლემებს, ასევე ინფრასტრუქტურულ, სარეკლამო და ფინანსურ ფაქტორებს. ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ანალიზი გაკეთდა 79 ტურისტული კომპანიის 1-დან 5 ქულამდე შეაფასეს სხვადასხვა გამოწვევა. გამოყენებულ იქნა ტესტები (t-test, ANOVA, კოლერაცია, ლოგისტიკური მოდელი), რათა შეფასებულიყო პრობლემის ინტენსივობა და გავლენა კონკურენტუნარიანობაზე. შედეგებმა ცხადყო, რომ ადამიანური რესურსების სიმწირე და დაბალი პროფესიონალიზმი (განსაკუთრებით მაღალმხარჯველიან სეგმენტში) ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერად რჩება. ფინანსებზე წვდომა კი შედარებით ნაკლებად კრიტიკულად აღიქმება, თუმცა კვლავ არ წარმოადგენს ტურიზმის მდგრადობის უზრუნველყოფის მნივშენლოვან გამოწვევას. ნაშრომი ასახელებს საჭირო სტრატეგიულ ცვლილებებს, მათ შორის ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ღირებულებაზე დაფუძნებულ მარკეტინგსა და ტექნოლოგიური ინოვაციების (AR/VR) ინტეგრაციას, როგორც მდგრადი ტურიზმის განვითარების წინაპირობას.
ნაშრომი მოიცავს შედარებით სტატისტიკურ ანალიზს საერთაშორისო ბენჩმარკებთან, როგორიცაა ესპანეთი, ხორვატია, პორტუგალია და სინგაპური - ქვეყნები, სადაც მაღალმხარჯველი ან ჰიბრიდული ტურიზმის სექტორი წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას. შედარება განხორციელდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO), OECD-ისა და WTTC-ის მაჩვენებლების საფუძველზე, რაც აჩვენებს, რომ აღნიშნული ქვეყნები ინვესტიციას ახორციელებენ ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ტექნოლოგიურ ინოვაციებში (AR/VR გამოცდილებებსა, ციფრული მარკეტინგი) და ღირებულებაზე-ორიენტირებულ ბიზნესმოდელებში. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი მიდგომა შეიძლება იქცეს კონკურენტუნარიანობის და მდგრადი ტურიზმის განვითარების ძირითადი ფაქტორია.
Downloads
Disegna, M., & Osti, L. (2016). Tourists' expenditure behavior: The influence of satisfaction and the dependence of spending categories. Tourism Economics, 22(2), 247–262. https://doi.org/10.5367/te.2014.0410
Garakanidze, Z., Gegeshidze, E., & Maghradze, N. (2024). Access to Financial Resources for the Tourism Sector Across the European Countries. Journal Economics, 11-12(2024), 55. https://doi.org/10.36962/ecs106/11-12/2024-55
Gegeshidze, E. (2014) Tourism Industry effects on the Economic Growth and Development in Georgia; კონფერენციის კრებული, მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ტურიზმში. https://orcid.org/0000-0003-0592-079X
GeoStat. (2024). Inbound Tourism Statistics of Georgia 2024. Tbilisi: National Statistics Office of Georgia. https://www.geostat.ge/en/modules/categories/176/inbound-tourism-statistics (ბოლოს ნანახია: 10 ოქტომბერი, 2025)
GNTA. (2024). Tourism Performance Report 2023–2024. Georgian National Tourism Administration. https://gnta.ge/statistics/
Kulendran, N., & Dwyer, L. (2009). Measuring the return from Australian tourism marketing expenditure. Journal of Travel Research, 47(3), 275–284. https://doi.org/10.1177/0047287508322786
Ministry of Tourism and Sport of the Republic of Croatia. (2022). Croatia Sustainable Tourism Development Strategy until 2030. Zagreb. https://prigoda.hr/en/2022/11/07/usvojena-strategija-razvoja-odrzivog-turizma-do-2030-godine/ (ბოლოს ნანახია: 10 ოქტომბერი, 2025)
OECD. (2023). Tourism Trends and Policies 2023. OECD Publishing. https://www.oecd.org/en/publications/serials/oecd-tourism-trends-and-policies_g1ghbe02.html (ბოლოს ნანახია: 15 ოქტომბერი, 2025)
OECD. (2024). OECD Tourism Trends and Policies 2024: Policy Highlights. https://www.oecd.org/en/publications/serials/oecd-tourism-trends-and-policies_g1ghbe02.html (ბოლოს ნანახია 10 სექტემბერი, 2025)
Ritchie, J. R. B., & Crouch, G. I. (2003). The Competitive Destination: A Sustainable Tourism Perspective. CABI Publishing. https://www.cabi.org/bookshop/book/9780851996646/
Tourism Authority of Thailand (TAT). (2023). Thailand High Value, Low Volume Strategy: Corporate Plan 2023–2027. Bangkok. https://api.tat.or.th/upload/live/about_tat/9501/Executive_summary_TAT_Corporate_plan_2023-2027.pdf
UNWTO. (2024). World Tourism Barometer, Volume 22, Issue 3. Madrid: United Nations World Tourism Organization. https://pre-webunwto.s3.eu-west-1.amazonaws.com/s3fs-public/2024-09/UNWTO_Barom24_03_Sep_EXCERPT.pdf (ბოლოს ნანახია: 10 ოქტომბერი, 2025)
World Bank. (2023). Georgia Country Economic Memorandum 2023. Washington, DC: The World Bank. https://documents.worldbank.org/en/publication/documents-reports/documentdetail/099404124102311766/p17721407c2fd80a50836e0c97d4f6b8f774f3e9
World Economic Forum. (2024). Travel & Tourism Development Index 2024: Rebuilding for a Sustainable and Inclusive Future. Geneva: World Economic Forum. https://www3.weforum.org/docs/WEF_Travel_and_Tourism_Development_Index_2024.pdf (ბოლოს ნანახია: 10 ოქტომბერი, 2025)
World Travel & Tourism Council (WTTC). (2024). Travel & Tourism Economic Impact 2024: Global Trends. London: World Travel & Tourism Council. https://wttc.org/research/economic-impact
World Travel & Tourism Council. (2025). Tourism and Competitiveness. https://www.worldbank.org/en/topic/competitiveness/brief/tourism-and-competitiveness (ბოლოს ნანახია: 10 სექტემბერი, 2025)
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

