საავტომობილო გვირაბში სხვადასხვა სიმძლავრის ხანძრის განვითარების ანალიზი რიცხვითი მოდელირების მეთოდით
ჩამოტვირთვები
ცნობილია, რომ გრძივი ვენტილაციის სისტემით აღჭურვილ საავტომობილო გვირაბებში ინიცირებული და განვითარებული ხანძრებისას ხშირ შემთხვევაში ად-გილი აქვს „სავენტილაციო სისტემის გადაყირავებას“, რაც იმას ნიშნავს, რომ სავენ-ტილაციო ჰაერის ნაკადი ვეღარ ახდენს ეფექტურ გავლენას წვის შედეგად წარმოქმ-ნილ წევის ძალებზე, აღნიშნულის შედეგად გვირაბის ორივე მხარე ინტენსიურად ივსება კვამლით და წვის პროდუქტებით, შედეგად აღნიშნული გარემო ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში და გამოუსადეგარი ხდება. ასეთ პირობებში აღმოჩენილი ადამიანების გადარჩენის ერთადერთ ეფექტურ შესაძლებლობად ორგანიზებული და დაუყოვნებელი თვითევაკუაცია განიხილება. თვითევაკუაციისათვის აუცილებელი დროის ხანგრძლიობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ასეთ დახურულ სივრცეში ხანძრის განვითარებისა და ფორმირებული საშიში ფაქტორების გავრცელების დინა-მიკაზე. აღნიშნულის დასადგენად განვახორციელეთ 10, 30, 50 მგვტ. სიმძლავრის ხანძრის რიცხვითი მოდელირება FDS პროგრამულ გარემოში, გამოვიყენეთ სასრული მოცულობების მეთოდი. შევირჩიეთ გვირაბი სიგრძით 500 მ, ხოლო განივკვეთის ფართობი 42 მ2 . სასრული მოცულობის კონტურის მინიმალური ზომებია - 0,25 X 0,25 X 0,25 მ, ხოლო მაქსიმალური - 0,5 X 0,5 X 0,5 მ, ხანგრძლიობა 190 წმ, გვირაბის ცენტრში მდებარეობს 10-15 მ2 ხანძრის კერა. რიცხვითი მოდელირების შედეგად დადგინდა იმ საშიში ფაქტორების მახასიათებლების გავრცელების დინამიკა, რომლებიც მნიშვნე-ლოვან გავლენას ახდენს საევაკუაციო დროის ხანგრძლიობაზე და გვირების კონსტრუქციულ მდგრადობაზე.
დადგინდა 60 კრიტიკული ტემპერატურის, როგორც ერთ-ერთი საშიში ფაქ-ტორის გავრცელების დინამიკა, მისი გავრცელების გეომეტრიული მახასიათებლები შესაბამისი სიმძლავრის ხანძრების შემთხვევაში. დადგინდა გვირაბის ვერტიკალურ სიბრტყეში ნახშირბადის მონოქსიდის საშიში კონცენტრაციის 200 მგ/მ3, გავრცელების დინამიკა შესაბამისი სიმძლავრის ხანძრების შემთხვევაში.
Downloads
O. Lanchava, N. Ilias, M. Jangidze, Z. Khokerashvili, S. M. Radu. Fire Development Study on Physical Models of Transport Tunnels. MATEC Web of Conferences 342, 03020 (2021) Petrosani, Romania, 2021. https://doi.org/10.1051/mat ecconf/202134203020
O. Lanchava, L. Makharadze, G. Nozadze, M. Jangidze, G. Javakhishvili, T. Kunchulia, Z. Khokerashvili, N. Arudashvili, D. Tsanava, S. Sebiskveradze. Saving lives in a road tunnel using transformable elements restricting the propagation of fire products. Georgian Scientists, 2022-03-02. https://journals.4science.ge/i ndex.php/GS/article/view/7 47
O. Lanchava, N. Ratiani, Z. Khokerashvili, N. Arudashvili. Variation of Critical Velocity of Downward Ventilation in Inclined Road Tunnels. International Multidisciplinary Scientific GeoConference Surveying Geology and Mining Ecology Management, SGEM 2024. 10.5593/sgem2024/4.1/s19.
O. Lanchava, N. Ilias. Critical velocity analysis for safety management in case of tunnel fire. MATEC Web of Conferences 305, 00023, 2020.
O. Lanchava, N. Ilias. Some issues of thermal calculation of ventilation air for the metro. Journal of Engineering Sciences and Innovation 2(2), 2017.
Z. Khokerashvili. Analysis of Fire Development in a Road Tunnel Equipped with Transformable Elements by Using Numerical Modeling Method. 13 Annual International Meeting of the Georgian Mechanical Union. Batumi State Maritime Academy, Batumi, Georgia. August 24-26, 2022.
O. Lanchava, A. Bezhanishvili, G. Javakhishvili, Z. Khokerashvili, N. Arudashvili. Study of the Throttling Effect in Tunnel Fire. Inżynieria Mineralna, Vol. 1, no. 1, 2024, 385—393.
DOI 10.29227/IM-2024-01-44
O. Lanchava, G. Nozadze, N. Arudashvili, Z. Khokerashvili. To Determination of Ventilation Air of The Metro of Tbilisi by Thermal Factor. Georgian Scientists, Volume 3, Issue 1, 2021/6/10. https://doi.org/10.52340/gs.02.21.283
O Lanchava, G Nozadze, Z Khokerashvili, Numerical modeling of ventilation flow distribution is subway tunnels with considering of the piston effect. Georgian Scientists, Vol. 3 No. 1 (2021), https://doi.org/10.52340/gs.02.21.283
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

