ბრიტანული კულტურის მედიური მიგრაცია საქართველოში
ჩამოტვირთვები
მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან „რკინის ფარდის“ მიუხედავად, საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საქართველოში დასავლური კულტურის არალეგალური მედიური მიგრაცია დაიწყო. ბრიტანული ფსიქოდელიური როკი ახალ თაობაში ძალიან პოპულარული გახდა. The Beatles-ისა და The Rolling Stones-ის მუსიკის მოსასმენად აუდიტორია აკრძალულ მეთოდებს მიმართავდა.
BBC-ს, „ამერიკის ხმის“ (Voice of America), Radio Liberty-სა და „რადიო ლუქსემბურგის“ მეშვეობით, საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ მათი სიგნალის ჩახშობის მიუხედავად, საქართველოში ბრიტანულ ჰიტებს არალეგალურად მაინც უსმენდნენ. რადიო, ფაქტრობრივად, ერთადერთი ნათელი წერტილი და ფანჯარა იყო დასავლეთში.
კულტურის ტრანსფერის არალეგალურ გზებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ დასავლური მუსიკის მეორადი რენტგენის სურათებზე დატანა („ძვლებზე ჩაწერილი მუსიკა“), ვინილის ფირფიტებისა და ჩანაწერების დიპლომატების, მეზღვაურების, სამსახურებრივი მისიით საზღვარგარეთ მოხვედრილი ადამიანების მიერ ფარულად შემოტანა და ა.შ. ხსენებულ პერიოდში მედიაპროდუქტის გავრცელებით არხზე მეტად მიმღები იყო დაინტერესებული.
აუდიტორიის აქტიურმა ჩართულობამ არალეგალური მუსიკის გავრცელებაში რევოლუცია მოახდინა. ბრიტანული კულტურის მედიურმა ტრანსფერმა ახალ თაობაში თავისუფლების სულისკვეთება შემოიტანა და საბჭოთა მთავრობას ალტერნატიული კონტროლირებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების დაფუძნება და გარკვეული დასავლური ჰიტების დაშვება დასჭირდა.
Downloads
Albright, N. (2011). A Policy of Rock: How Rock and Roll Undermined the Communist Revolution in Cold War Russia. Historical Perspectives: Santa Clara University Undergraduate Journal of History, Series II(Volume 16). Retrieved from http://scholarcommons.scu.edu/historical-perspectives?utm_source=scholarcommons.scu.edu%2Fhistorical-perspectives%2Fvol16%2Fiss1%2F14&utm_medium=PDF&utm_campaign=PDFCoverPages
Demytrie, R. (Producer). (2018). The Soviet villagers who blocked Western radio broadcasts [Motion Picture]. Retrieved from https://www.bbc.com/news/av/world-europe-43730458?utm_source
Reinhardt. (1980, september 19). office of the historian. Retrieved from https://history.state.gov/: https://history.state.gov/historicaldocuments/frus1977-80v30/d212?utm_source
Risch, W. J. (2015). Youth and Rock in the Soviet Bloc: Youth Cultures, Music, and the State in Russia and Eastern Europe. Lanham: Lexington Books.
Ryback, T. (1990). Rock around the bloc : a history of rock music in Eastern Europe and the Soviet Union. New York: Oxford University Press.
Troitsky, A. (1987). Back in the USSR: The True Story of Rock in Russia. London: Omnibus press.
Woodhead, L. (Director). (2009). How the Beatles Rocked the Kremlin [Motion Picture]. Retrieved from https://www.youtube.com/watch?v=eUO1atyECD8
გაიოზ კანდელაკი, კ. თ. (2009, ივლისი 31). წითელი ზონა, პირველი როკ-აქცია საბჭოთა კავშირში. (გ. გვახარია, Interviewer) Retrieved აგვისტო 6, 2025, from https://www.radiotavisupleba.ge/a/1790140.html
სარაჯიშვილი, ნ. (2024). საბჭოთა როკ-მუსიკის თბილისური ნათლობა. თბილისი: "იცას გამომცემლობა".
უავტორო. (1987). ვიზრუნოთ ქართული ესტრადის ხვალინდელ დღეზე. საბჭოთა ხელოვნება, 36-41. Retrieved from https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/113087
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

