4.1 მედიცინა

მასტიტის აღმძვრელი სტაფილოკოკების მახასიათებლები, ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობა

რეზისტენტობა იზოლატი შტამი ბაქტერიოფაგი ანტიბიოტიკი იდენტიფიცირება პათოგენი

ავტორები

ტომ. 7 No. 3 (2025)
სტატიები
ივლისი 21, 2025

ჩამოტვირთვები

ნაშრომის მიზანია მასტიტების პოლიეტიოლოგიიდან და დაავადების აღძვრაში სტაფილოკოკების უპირატესი როლიდან გამომდინარე პათოგენის გამოყოფა; მათი მორფოლოგიურ, კულტურალურ და ბიოქიმიური თვისე­ბებით დიფერენცირება, ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობე­ლობის შესწავლა. რძის ნიმუშებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია სტაფილო­კოკების 13 შტამი. მათ შორის 8 St. aureus და 5 St. epidermidis საველე იზოლატი. დისკო-დიფუზიის მეთოდით გამოვლინდა მათი მაღალ­მგრძმობელობა დოქსაციკლინის მიმართ, რომლის ხარისხობრივმა მაჩვენებელმა S შეადგინა. ამასთან დადგენილ იქნა ზოგიერთი შტამის პოლირეზისტენტობა აზით­რომიცინის და სტრეპტომიცინის 38,5-38,5%, ხოლო 23,10%-ის ამოქსიცილინის მიმართ.

გამოკვლევათა პროცესში გამოვლინდა სტაფილოკოკის ყველა შტამის სრული ლაბილობა ფაგიოსადმი (100%). სტაფილოკოკების მხოლოდ 7,7% აღმოჩნდა რეზისტენტული სეპტაფაგის მიმართ. მიღებული შედეგები ცხადყოფს ფაგების მაღალ ლიტიურ აქტივობას და როგორც გვერდითი მოვლენებს მოკლებული პრეპარატის გამოყენების პერსპექტივას მასტიტით დაავადებული ცხოველების მკურნალობისათვის. ბაქტერიოფაგის მნიშვნე­ლოვანი უპირატესობა სხვა პრეპარატებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ბაქტერიებს არ გააჩნიათ მის მიმართ რეზისტენტობის გამომუშავების თვისება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.