ანოტაცია
რისკი ადამიანის და ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. რისკის წყარო არის ნებისმიერი მოვლენა, რომლის შემთხვევაში კომპანია განიცდის ფინანსურ დანაკარგს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის მსყიდველუნარიანობის შემცირება და ლიკვიდურობის რისკის ზრდა, რაც ნეგატიურად აისახება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე. ბიზნესისთვის კრიზისი ასოცირდება გაურკვეველ და მნიშვნელოვან მოვლენასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის საოპერაციო, რეპუტაციულ და ფინანსურ სტაბილურობას და უარყოფითად აისახება კომპანიის უწყვეტ განვითარებაზე. კრიზისულ პერიოდში ბიზნესის ფუნქციონირებადობის პრინციპის დასაცავად მნიშვნელოვანია მენეჯმენტის მხრიდან სწრაფი და ეფექტური რეაგირების განხორციელება და რისკის მართვის მოდელის შემუშავება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რისკის მართვის პროცესის ეფექტური წარმართვა. კრიზისულ პერიოდში, ბიზნესისთვის არასასურველი შედეგების დადგომა დაკავშირებულია შიდა და გარე რისკებთან. ქვეყნის გარე რისკები განაპირობებს კომპანიების შიდა რისკების ზრდას. კერძოდ, გაზრდილმა კონკურენციამ, ეკონომიკის ზრდის დაბალმა მაჩვენებელმა და გაუარესებულმა სოციალურმა მდგომარეობამ შეიძლება განაპირობოს ტრანსპორტირების, მომარაგების, საწარმოო და საოპერაციო რისკების ზრდა, რაც გამოიწვევს ბიზნესის ფუნქციონირებადობის პრინციპის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. კრიზისულ პერიოდში კომპანიების დიდ ნაწილს უჭირს რისკების სწორი მენეჯმენტი, რადგან რისკების მართვა მრავალსაფეხურიანი და რთული პროცესია.
რისკის მნიშვნელობის დონეს განსაზღვრავს ორი ძირითადი ფაქტორი:
- რისკის დადგომის ალბათობა;
- რისკის გავლენა, ანუ ნეგატიური შედეგის გავლენა კომპანიის მიზნებზე და ამოცანებზე.
ნაშრომში შემოთავაზებულია საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სექტორისათვის რისკების კატეგორიზაცია მათი დადგომის ალბათობის და გავლენის კომბინაციის გათვალისწინებით, ასევე მათი პრიორიტეტების მიხედვით და შემუშავებულია შეფასების რაოდენობრივი მეთოდი, მოყვანილია დასაშვები რისკიანობის შკალა.
შეფასებულია:
- რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა და გავლენა მაღალია კომპანიის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებზე. ისინი მიიჩნევა პრიორიტეტულ რისკებად და უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება;
- რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა და გავლენა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ფუნქციონირებადობის პრინციპებზე მცირეა. ასეთი რისკები მიიჩნევა ნაკლებ პრიორიტეტულ რისკებად და მათ ნაკლები ყურადღება ეთმობა;
- რისკები, რომელთა დადგომის ალბათობა მაღალია და გავლენა მცირეა და პირიქით, მოხდენის ალბათობა მცირეა და გავლენა მაღალი. მათი პრიორიტეტების რიგითობის განსაზღვრა უნდა ხორციელდებოდეს კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე.
წყაროები
Cherunilam, F. (2017). Business Policy and Strategic Management. Mumbai: Himalaya Publishing House.
Hopkin, P., Thompson, C. (2021). Fundamentals of Risk Management Understanding, Evaluating and Implementing Effective Enterprise Risk Management. Kogan Page.
Horngren, C., Sundem, G., Elliott, J., & Philbrick, D. (2006). Introduction to Financial Accounting. New Jersey: Pearson Education.
Porter, M. (1980). Competitive strategy: techniques for analyzing industries and competitors. New York: Free Press.1.
ჭილაძე, ი. (2018). ფინანსური ანგარიშგების ანალიზი. თბილისი: თსუ გამომცემლობა.
სს „თბილღვინოს“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება. https://reportal.ge/ka/Reports/ GetFile/31847.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები