თავისუფალი ამინომჟავების შემცველობა მანდარინ „უნშიუს“ ფოთლებში

მანდარინი „უნშიუ“ მცენარეთა ბიოქიმია აზოტოვანი სასუქები ამინომჟავები

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
December 13, 2024

ჩამოტვირთვები

ჩვენს მიერ ჩარატებული კვლევების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამიაკური და ნიტრატული ფორმები ხელს უწყობენ მანდარინ „უნშიუს“ ფოთლებში თავისუფალი ამინომჟავეების დაგროვებას და პირიქით, ხელს უშლიან ამიდების დაგროვებას. ამიაკური და ნიტრატული კვების ფონზე ფოთლებში ამინომჟავებიდან ჭარბობს პროლინი, რაც მიუთითებს ფოთლების უნარზე წარმოქმნან პროლინი, რომლის სინთეზისათვის საწყის ნაერთს წარმოადგენს გლუტამინის მჟავა, რომელიც აზოტით ნორმალური კვებისას გროვდება 64 – 72 %. თავისუფალი ამინომჟავების საერთო რაოდენობიდან ლიტერატურაში მსგავსი მონაცემები ჩვენი რეგიონისთვის (აჭარა) არ არის აღნიშნული მანდარის „უნშიუს“ ფოთლებში, რაც ჩვენს მიერ პირველად იქნა დადგენილი.

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.