კარტოფილის ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშების გამძლეობა ალტერნარიოზის მიმართ დასავლეთ საქართველოს პირობებში

სტატია გამოიცემა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“ ფარგლებში.

კარტოფილი ალტერნარიოზი ინტენსიობა გავრცელება გამძლეობა

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
November 28, 2024

ჩამოტვირთვები

კარტოფილი (Solanum tuberosum L.) უძველი კულტურაა, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული საკვები პროდუქტი. დაავადებები უარყოფითად მოქმედებს კარტოფილის მოსავლიანობაზე. მათ შორის  ფართო გავრცელებითა და  ეკონომიური ზარალიანობით გამორჩევა ალტერნარიოზი, რომლის სახეობები გვხვდება ყველგან, სადაც იწარმოება ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლები.  დასავლეთ საქართველოს პირობებში გავრცელებითა და მავნეობით გამოირჩევა ადრეული ლაქიანობის გამომწვევი  Alternaria solani Sorauer  (Ell. et Mart.) Sor. (syn. Macrosporium solani Ellis & Martin) და ყავისფერი ლაქიანობის გამომწვევი Alernaria alternata (Fries.) Keissler (syn.A.tenuis Nees.). აღნიშნული დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშების გამოსავლენად 2022-2023 წლებში ქობულეთში, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთზე, ბუნებრივ ინფექციურ ფონზე გამოიცადა კარტოფილის ოცდათექვსმეტი ინტროდუცირებული, ასევე,  საერთაშორისო სანერგეებიდან შერჩეული და საქართველოს პირობებს შეგუებული კარტოფილის სამი ჯიში. ნიმუშები მინდორში  დაითესა მარტის ბოლო დეკადაში, აღიარებული მეთოდოლოგიის  გამოყენებით  (ჭანიშვილი  2017,  Доспехов Б. А.1985 ). ნიმუშები იმუნოლოგიურად ფასდებოდა სიმპტომების ვიზუალური დათვალიერებით, ყოველ 10 დღეში, კარტოფილის მეორე წყვილი ნამდვილი ფოთლის გამოჩენიდან, ფოჩის  ჩახმობის დასაწყისამდე. მინდორში  დაავადების გავრცელების ათვლის შემდეგ ვიღებდით დაავადებულ ნიმუშებს და ლაბორატორიაში ვახდენდით დაავადების გამომწვევის იდენტიფიცირებას (Ганнибал, Ф.Б. 2011). კარტოფილის გამძლეობა ალტერნარიოზის მიმართ შეფასდა სპეციფიური სკალის გამოყენებით (Mayee and Datar,1986; Gondal..2012). კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოცდილი ჯიშებიდან ადრეული ლაქიანობის  გამომწვევის მიმართ გამძლე რეაქცია (R) აღმოაჩნდა ჯიშებს: მილვა (ჰოლანდია), სლავიანკა და გლაზურნაია (უკრაინა). ზომიერად გამძლე რეაქცია (MR) აჩვენა ჯიშმა ფაბულა (ჰოლანდია); დანარჩენ ჯიშებს ქონდათ მიმღებიანი (S) და ზომიერად მიმღებიანი (MS) რეაქცია აღნიშნული პათოგენის მიმართ. ყავისფერი ლაქიანობის გამომწვევის მიმართ  გამძლე აღმოჩნდა ჯიშები: მილვა (ჰოლანდია), ალვარა (გერმანია) და გლაზურნაია (უკრაინა). ზომიერად გამძლე (MR) რეაქცია გამოავლინეს ჯიშებმა: სლავიანკა (უკრაინა), ნევსკაია (რუსეთი), პეკარო და ჯელი (ჰოლანდია). ორივე დაავადების მიმართ გამძლე აღმოჩნდა მხოლოდ სამი ჯიში: საშუალო-საგვიანო   მილვა (ჰოლანდია) და უკრაინული ჯიშები: საშუალო-საადრეო გლაზურნაია და  საშუალო- საგვიანო  სლავიანკა. Alernaria alternata-ას მიმართ ზომიერად გამძლე  ჯიშები - ალვარა (გერმანია), პეკარო და ჯელი (ჰოლანდია) საშუალოდ მიმღებიანი აღმოჩნდნენ Alternaria solani Sorauer-ის მიმართ. ასევე  განსხვავებული რეაქცია გამოავლინა ჯიშმა  ნევსკაია, რომელიც ზომიერად გამძლე იყო Alernaria alternata-ას მიმართ, ხოლო Alternaria solani Sorauer-ს მიმართ ზომიერი მიმღებიანობა გამოავლინა. გამოცდილი ნიმუშებიდან გამოვლენილი გამძლე და საშუალო გამძლეობის მქონე  კარტოფილის ჯიშები შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც გამძლეობის წყაროები ალტერნარიოზის მიმართ.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.