ციტრუსოვანთა (Citrus) ბიომრავალფეროვნება და ჯიშთშექმნა -კონსერვაციის ზოგიერთი საკითხი
pdf

საკვანძო სიტყვები

ციტრუსოვნები
ჯიშთშექმნა
ბიომრავალფეროვნება
კონსერვაცია
ეკოლოგია

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

ბუკია ზ. (2024). ციტრუსოვანთა (Citrus) ბიომრავალფეროვნება და ჯიშთშექმნა -კონსერვაციის ზოგიერთი საკითხი: სტატია გამოიცემა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“ ფარგლებში. ქართველი მეცნიერები, 6(4), 243–248. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.04.22

ანოტაცია

მცენარის ჯიშების ბიომრავალფეროვნება საქართველოს ფლორისტული ლანდშაფტის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მცენარე, როგორც ბიოცენოზის ერთ-ერთი შეუცვლელი კომპონენტი, კოსმიური როლისა და ადამიანის ყოფითი ღირებულებისთვის მნიშვნელობის გარდა, გვევლინება, როგორც აგროსასურსათო სექტორის ძირითადი ფიგურა. ნაშრომი, ზოგადად, მცენარეთა ბიომრავალფეროვნებას ეხება. გატარებულია აზრი იმის შესახებ, რომ   ჩვენთვის, სხვა მრავალთაგან ,  საინტერესოა ციტრუსოვანი კულტურები და მათი ბიომრავალფეროვნება, გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორებითა და გენეტიკური მიდრეკილებით მუტაცია - ცვალებადობისაკენ. ნაშრომში მოტანილი მასალა დაფუძნეულია კვლევების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ციტრუსოვანი კულტურების (ლიმონი - Citrus Limon Burm., მანდარინი - Citrus Reticulata Bl., ფორთოხალი - Citrus Sinensis(L.) Osb., გრეიპფრუტი - Citrus Paradisi Macf.) უამრავი ჯიში და  ფორმა მიღებულია ევოლუციის პროცესის (ცვალებადობა, მემკვიდრეობა, გამორჩევა), ბუნებრივ პირობებთან ადაპტირებისა  და შეგნებული სელექციის კვალობაზე. ციტრუსოვანთა  ბიოლოგიური  თვისებები და სელექციის აპრობირებული მეთოდები ქმნიან მყარ თეორიულ და პრაქტიკულ საფუძველს  ფორმათა მრავალფეროვნების მისაღებად. საქართველოს ფლორისტულ  ლანდშაფტში ციტრუსოვანთა  წარმატებით ჩართული  მრავალრიცხოვანი ჯიშებისა და ფორმების  შენარჩუნება - კონსერვაცია  და მათი არეალის შესაძლო გაფართოებისათვის  პრაქტიკული ღონისძიებანი  დადებითად წაადგება ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტასაც. ციტრუსოვანთა მეთოდური სელექციის დაწყებიდან დღემდე არსებული თეორიული, პრაქტიკული მასალა და არსებული გამოცდილება მყარი საფუძველია ამოცანის წარმატებით გადაჭრისათვის.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.04.22
pdf

წყაროები

ზურაბ ბუკია, ციცინო ათამაშვილი - მცენარის სელექციური ჯიში სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. გამომცემლობა ,,მწიგნობარი“, თბილისი,2024 წელი. 551 გვ.

ზურაბ ბუკია, ნოდარ ბერიძე -ჰიბრიდიზაცია,ნუცელარული სელექცია და მუტაცია მანდარინის-Citrus Reticulata Bl. ზოგიერთი ნაგალა ჯიშის ფორმათწარმოშობის მართვაში. გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2010 წელი. 311 გვ.

მაისურაძე ნ.ი. ფორთოხლის ნუცელარული და სქესობრივი ჩანასახების ზრდა. ჟ.,,აგრობიოლოგია“ , №2, 1961 წელი.

Майсурадзе Н. И. Генетические основы селекции растений. Издательство ,,Наука“, Москва , 1971 год.

Майсурадзе Н.И. Межсортовые химеры и их селекционное значение. Ж.№2, ,,Генетика'',1966 год.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...