შშმ პირების გაშუქება ქართულ ტელევიზიებში
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

სოლიდარობის ჟურნალისტიკა
შშმ პირები
მედიაგაშუქება
ტელევიზია
საქართველო

როგორ უნდა ციტირება

გიგაური ე., & გერსამია მ. (2024). შშმ პირების გაშუქება ქართულ ტელევიზიებში. ქართველი მეცნიერები, 6(3), 280–314. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.27

ანოტაცია

მედიას, როგორც არაფორმალური განათლების გამტარს, განსაკუთრებული როლი ენიჭება საზოგადოებაში შშმ პირების შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში, მათი უფლებების დაცვისა და შესაძლებლობების რეალიზების საქმეში. წინამდებარე კვლევა სოლიდარობის ჟურნალისტიკის კონცეფციას ეყრდნობა, რომელიც მიზნად ისახავს  მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და ადვოკატირებას. ყოველივე ეს კი, გადამწყვეტ როლს თამაშობს შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესში. კვლევის შედეგები დააინტერესებს მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს, ჟურნალისტიკის პედაგოგებს, შშმ პირების თემის წარმომადგენლებს, მათ მშობლებსა და მეურვეებს, შშმ პირთა ინტერესებისა და უფლებების დამცველებს და ფართო საზოგადოებას.  კვლევის შედეგად მომზადდა ე.წ. SWOT ანალიზი და რეკომენდაციები მედიის წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და სხვ. მოცემული კვლევა აანალიზებს შშმ პირების (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების) გაშუქებას ქართულ ტელევიზიებში, მათ ხილვადობასა და ეთიკურად წარმოჩენის მიდგომებს. მედიას უდიდესი როლი აქვს საზოგადოების წარმოდგენების ჩამოყალიბებაში მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის შშმ პირებზე, სტერეოტიპების გამყარებისა ან შემცირების გზით. კვლევა ეყრდნობა სოლიდარობის ჟურნალისტიკის კონცეფციას, რომელიც ხაზს უსვამს მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირებასა და მხარდაჭერას. კვლევა დაფუძნებულია შერეულ კვლევის მეთოდებზე: ტელევიზიების კონტენტ-ანალიზზე, ასევე ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან და შშმ პირების უფლებების დამცველებთან სიღრმისეულ ინტერვიუებსა და ფოკუს-ჯგუფებზე. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ შშმ პირები ხშირად არასწორად ან სტერეოტიპულ კონტექსტში წარმოჩინდებიან.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.03.27
PDF (English)

წყაროები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა “დიდი შესვენება”, სოციალური ქსელი “Facebook”-ზე გამოქვეყნებული განცხადება (12.10.2022), ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/shesveneba/posts/pfbid0JjbfhAkrfMvq4b42ywPTszez8cP9ucuuvmHFn2pNeG4sEaoGb3yYCHnt1UWdZgp2l (ბოლო ნახვა: 20.05.2024)

გიორგაშვილი გიორგი (2022), მოკლედ და მარტივად — რა პრობლემა აქვს "მაუწყებლობის შესახებ" ახალ კანონპროექტს? მედიაჩეკერი, ხელმისაწვდომია: https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/92699-mokled-da-martivad-ra-problema-aqvs-qmautsyeblobis-shesakhebq-akhal-kanonproeqts (ბოლო ნახვა: 20.05.2024)

ზაქარეიშვილი მ., ბარაბაძე ლ., მიდელაური ვ., (2015), World Vision, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება, გზამკვლევი, ხელმისაწვდომია: https://wvi.org/sites/default/files/WV_Toolkit_web.pdf (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ვებგვერდი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები საქართველოში. ხელმისაწვდომია: https://disability.ge/ge (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

ონლაინ-პორტალი “პუბლიკა”, შშმ პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს რუსული კანონი, 8 აპრილი, 2024, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/pirebi-khelisuflebas-mouwdeben-ar-miighon-rusuli-kanoni/ (ბოლო ნახვა: 20.05.2024)

ონლაინ-პორტალი “პუბლიკა”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ბრძოლა შრომის ბაზარზე | რა უნდა ვიცოდეთ გონივრულ მისადაგებაზე, 28 ოქტომბერი, 2021, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/blog/shezghuduli-shesadzleblobis-mqone-pirebis-brdzola-shromis-bazarze-ra-unda-vicodet-gonivrul-misadagebaze/ (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკური იარლიყი დილის საინფორმაციო გამოშვებებში, მედიაჩეკერი, 2023 ხელმისაწვდომია: https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/94010-samoqalaqo-protestis-politikuri-iarliyi-dilis-sainformacio-gamoshvebebshi (ბოლო ნახვა: 20.05.2024)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (2020). გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით (UNCRPD) დადგენილი სტანდარტები, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/files/news/არჩევნები%20პოსტერები/გაეროს%20სტანდარტები%20შშმ%20პირთა%20უფლებების%20შესახებ-2.pdf?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR31EFksirRBncvxyN35EGvCjrDhSM03KgkgontNN3n0F_uZg4a4Wb5_6kY_aem_AVIGdlWHNlkeXIkYegXiBwp99-3BRYyCJRkdB1kWAmK3QOcDnq6XKdzUmAQ5-7o1jTo5wpTY2_fw5b0U-8a0XJVs (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება (2022), საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისკრიმინაციული გარემოს შექმნა დაუშვებელია, ხელმისაწვდომია: https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/92844-sazogadoebrivi-mautsyeblis-ethershi-diskriminaciuli-garemos-sheqmna-daushvebelia (ბოლო ნახვა: 20.05.2024)

ტელეკომპანია “ფორმულა”, ვის შეუქმნის პრობლემებს რუსული კანონი - შშმ, 5 აპრილი, 2024 ხელმისაწვდომია: https://formulanews.ge/News/108808 (ბოლო ნახვა: 20.05.2024)

ტელეკომპანია “მთავარი არხი”, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შშმ პირები მსვლელობით შეუერთდებიან, 13 მაისი, 2024, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/156165-rusuli-kanonis-sacinaaghmdego-aktsias-shshm (ბოლო ნახვა: 20.05.2024)

Gersamia M., Gigauri . et al (2024) , Russia’s War in Ukraine and Media Solidarity (Case of Georgia), Athens Journal of Mass Media and Communications 2024, 10: 1-15, ხელმისაწვდომია: https://www.researchgate.net/profile/Mariam-Gersamia/publication/377306602_Russia's_War_in_Ukraine_and_Media_Solidarity_Case_of_Georgia/links/659fc0b040ce1c5902d3f6c4/Russias-War-in-Ukraine-and-Media-Solidarity-Case-of-Georgia.pdf (ბოლო ნახვა: 09.09.2024)

International Disability Alliance (2018), შშმპ ჯგუფები, ხელმისაწვდომია: https://www.internationaldisabilityalliance.org (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

Parent Center Hub (2018), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ინფორმაცია. ხელმისაწვდომია: https://www.parentcenterhub.org/disabilitygroups/#factsheets (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

UNDP (2021), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის ანალიზი საქართველოში. ხელმისაწვდომია: https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_geo.pdf?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR12mqecxTK5k1THBkqVQyR32XQhioJucc112nmO6JnyYikI-1f0Fku85y8_aem_AVLaqTBE0-WrSvxR4OWziVVVVaiYfP9ZaLtuF2zBIaE8yHmu7Iz4xuWrek2oOmv91ir02r8kaUB7b_HieF4fTMfh (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

UNICEF (2016), ინკლუზიური განათლება საქართველოში, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის პოლიტიკური ანგარიში, ხელმისაწვდომია: https://www.unicef.org/georgia/media/1176/file?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR01gTh39YDnEdXNsFAjzmoskqCsE9qTHiqmJUh-HcAbNZMloKVFNl8AZow_aem_AVK3xWjRD18oxv5ScP2IAj2WFCgByS7sLrtxB9D38sVYmgYM-rZkg2r9_GivaEVcP6hiD1NdliJ7K3rtN11sRtvP (ბოლო ნახვა: 23.07.2024)

“IPM კვლევების” მედია-მონიტორინგის ბაზა და მედიაარქივი, ხელმისაწვდომია: www.mediamonitoring.ge (ბოლო ნახვა: 22.07.2024)

კვლევა მომზადებულია პროექტის “სოლიდარობის ჟურნალისტიკა - ინკლუზიისთვის” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროპის ფონდი. პროექტი მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეთიკური მედიაგაშუქებით შშმ პირების შესახებ არსებული სტერეოტიპების შეცვლასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე, სოლიდარობის ჟურნალისტიკის პრინციპების დანერგვისა და ინკლუზიის გაზრდის გზით, ჟურნალისტების კომპეტენციისა და მგრძნობელობის გაზრდას. პროექტის პარტნიორები არიან: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მშობლების ქსელი „კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის“, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია.

“მედიახმა” მადლობას უხდის თეონა ცხომელიძეს („მედიახმის“ აღმასრულებელ დირექტორს), ლია ტაბატაძეს (საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის თავმჯდომარეს), ნინო კალანდიას (საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელს), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროგრამის “მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები” სტუდენტებს (მარიამ არახამიას, მარიამ მთივლიშვილს, ფერიდე ბაბაევას და სალომე ნორაკიძეს) კონტრიბუციისთვის.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...