ანოტაცია
დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პირობები სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, პლურალიზმის მაღალი დონე და სამართლიანი არჩევნებია. სოციოლოგების მოსაზრებით, ქვეყანაში განვითარებული დემოკრატიული პროცესების ხარისხი ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული. ელექტორატის ინფორმირებულობის გაზრდა მედიის დახმარებითაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ თანამედროვე საარჩევნო სისტემებთან მიმართებით, მნიშვნელოვანია გამოკვეთილი იყოს მედიის როლი. ის გვევლინება, როგორც საზოგადოებრივი აზრის მაკონსტრუირებელი ინსტრუმენტი, შესაბამისად მისი გავლენა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში მეტად მნიშვნელოვანია. კვლევა გამოკვეთს, თუ რა ფუნქციები გააჩნია მედიას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, როგორ ურთიერთობს აუდიტორიასთან და რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ნაშრომის მიზანია განიხილოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო სისტემებში მედიის ჩართულობასთან მიმართებით.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები