ფსიქოსომატიკა და ფსიქოსომატური დარღვევების წარმოქმნის მექანიზმები
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ფსიქოსომატური
ტკივილი
მედიცინა
დაავადება
დარღვევა
ალექსითიმია

კატეგორიები

როგორ უნდა ციტირება

საბიაშვილი ს. (2024). ფსიქოსომატიკა და ფსიქოსომატური დარღვევების წარმოქმნის მექანიზმები. ქართველი მეცნიერები, 6(2), 236–241. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.24

ანოტაცია

დღესდღეისობით ფიზიოლოგიურ დარღვევებთან ერთად მთელი რიგი ფსიქოსომატური დაავადებები გვხვდება. მრავალი ადამიანი მიმართავს სხვადასხვა ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებებს. ფისქოსომატური დარღვევებით გამოწვეული ტკივილი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ფსიქოსომატურ დაავადებათა (დარღვევათა) მრავალფეროვნება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ამ საკითხს: გულ-სისხძარღვთა სისტემის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, ყლაპვის აქტის დარღვევა, კვებითი აშლილობები (ბულემია, ანორექსია), რესპირატორული სისტემის დარღვევა (ბრონქიალური სისტემა), მეტაბოლური დარღვევები, კანის სხვადასხვა დაავადებები, სახსრებისა და კუნთების ცალკეული დაავადებები, ქრონიკული თავის ტკივილები (მაგ: შაკიკი) და სხვა ფსიქოსომატურ დაავადებებს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინისთვის ფსიქოსომატური დაავადებების არსებობა ცნობილია, ექიმებს მაინც უჭირთ სწორი დიაგნოსტირება და ხშირად ასეთ პაციენტებს მხოლოდ მედიკამენტოზურად მკურნალობენ, რაც, რაღა თქმა უნდა,  პროდუქტიულ შედეგებს ვერ დებს. ბევრი კითხვა კვლავ ღია რჩება: რა არის ფსიქოსომატიკა? რას ნიშნავს ტერმინი „ფისქოსომატური?“, როგორია წარმოქმნის მექანიზმები? ვინ არის რისკჯგუფში? რაზეა დამოკიდებული ფსიქოსომატური ტკივილის ინტენსივობა, სიხშირე?.. აღნიშნულ სტატიაში სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ვცდილობთ.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.24
PDF (English)

წყაროები

Alexander F.Psychosomaticmedicine,itsprinciplesandapplications. NY,Norton,1950;

Lumley M.A. Alexithymia, emotional disclosure, and health: a program of research. Journal of personality, 2004.

Марк Сандомирски; Психосоматика и телесная психотерапия; Москва Независимая фирма «Класс»; 2004.

Кулаков С. Основы психосоматики. -СПб.: Речь, 2003.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...