1.5 ფარმაკოლოგია, ტოქსიკოლოგია და ფარმაცევტიკა

საკვების წარმოების ნარჩენი პროდუქტების გამოყენების პოტენციური შესაძლებლობა სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მისაღებად

სიმინდი ნარჩენები ფარმაკოლოგია სიმინდის ტარო კოსმეტიკა

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
April 24, 2024

ჩამოტვირთვები

სტატიაში განხილულია რამდენიმე კვლევა ორი სახის სიმინდის (თეთრი და იასამნისფერი) ნარჩენების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ რიგი ნივთიერებების მისაღებად, რომლებიც გამოიყენება ძირითადად მედიცინასა და კოსმეტიკაში. მოყვანილია მონაცემები მათი ქიმიური შემადგენლობის,  მედიცინაში გამოყენების შესაძლებლობის, ფერმენტული გზით მათგან რიგი სამკურნალო საშუალებების, ორგანული მჟავების, ფერმენტული პრეპარატების, სპირტების და ზოგიერთი სხვა საშუალების მიღების შესახებ. ნაჩვენებია კოსმეტიკური საშუალებების მიღების შესაძლებლობა, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის პუდრების, კრემების, ლოსიონების. მარცვალგაცლილი სიმინდის ტაროდან  მიიღება მრავალი ნივთიერება კოსმეტიკასა და კვების მრეწველობაში შემდგომი გამოყენებისთვის - ფხვნილები, ფქვილი (პურის სპეციალური სახეობის მისაღებად), ზეთები, სიმინდის გლიცერიდები, ჩანასახების ექსტრაქტი და ზეთი, გლუტენის ცილა, ჰიდროლიზებული სახამებელი და სხვა. მარცვალგაცლილი სიმინდის ტაროები გამოიყენება როგორც სორბენტები და ასევე, როგორც ნედლეული, გააქტიურებული ნახშირის წარმოებისთვის. დასასრულს, აღნიშნულია რიგ პროცესებში მარცვალგაცლილი სიმინდის ტაროების გამოყენების ეკონომიკური მიზანშეწონილობა. დღეისათვის, უმეტეს შემთხვევაში, ისინი ექვემდებარებიან უტილიზაციას ისეთი მეთოდებით, რომლებიც ზიანს აყენებს გარემოს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.