ანოტაცია
როგორც ვიცით ბოსტნეულ კულტურებს შორის, კარტოფილს თავისი კვებითი და ეკონომიური მნიშვნელობით ძალიან დიდი ადგილი უკავია სასურსათო წარმოებაში, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებს მისი ტუბერების მრავალმხრივი გამოყენება, რომლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი; კარტოფილის კვებით ღირებულებას განსაზღვრავს ნედლეულში ნახშირწყლების, ცილების, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების შემცველობა, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს ღირებულება კი იცვლება მცენარის ჯიშის, ადგილმდებარეობის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენით.
ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რენტაბელურ და პერსპექტიულ მცენარეს წარმოადგენს საქართველოში ინტროდუცირებული კარტოფილის ჯიში „სილვანა“. მისი მოყვანა შესაძლებელია აჭარის პირობებში, როგორც მაღალმთიან ასევე დაბლობ ზონაში.
ნაშრომში განხილულია და კვლევის სიახლეს, სპეციფიკურობას და ორიგინალობას განაპირობებს ის, რომ ჩვენს მიერ პირველად აჭარის პირობებში შესწავლილია სილვანას მცენარის ბიომორფოლოგიური მახასიათებლები, ზრდა-განვითარების, მოვლა-მოყვანის თავისებურებანი, ძირითადი მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები