წინარენოსტრატული ენის აღდგენის შესახებ

ბგერა-სიტყვა ბგერათა ჰარმონიული კომპლექსი წინარენოსტრატიული ენა ქართველური ენა

ავტორები

ტომ. 1 No. 1 (2019)
ენათმეცნიერება
May 26, 2021

ჩამოტვირთვები

წინამდებარე  ნაშრომში  განიხილება  მეტყველებისა  და  წინარენოსტრატული  ენის  წარმოშობის პრობლემა, რომელიც ენათმეცნიერებს, დღემდე, გადაუჭრელ ამოცანად მიაჩნიათ.

            აქ წარმოდგენილია ჩვენი კვლევები შემდეგ საკითხებზე:

  1. როგორ იდგამდნენ პირვეყოფილი ადამიანები ენას და რის  საფუძველზე არქმევდნენ  საგნებსა და მოვლენებს შესაბამის სახელებს;
  2. როგორ ცდილობნენ ისინი აზრის გამოხატვას;
  3. წინარენოსტრატული ენის რა კვალი და მონაცემები შემოინახა ქართველურმა ენამ. ჩვენი მიზანია წინარენოსტრატული ენის ლექსიკის აღდგენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა ქართველურ ენაში დადასტურებული ბგერა-სიტყვებისა და ბგერათა ჰარმონიული კომპლექსების, ანუ თანხმოვნისა და ნეიტრალური ხმოვნისაგან, ასევე, ბგერათა ჰარმონიული კომპლექსისა და ნეიტრალური ხმოვნისაგან შემდგარ ფუძე სიტყვათა შესწავლა.

            ნაშრომში წარმოდგენილია წინარენოსტრატული ენის ლექსიკონი, აგრეთვე, ქართველური  სიტყვების რეკონსტრუქციის საშუალებით წინარენოსტრატული ენის არქეტიპების აღდგენის მეთოდი. ეს არქეტიპები წარმოადგენდნენ  ბუნებისგან  ნაკარნახევ  ბგერა-სიტყვებს და ბგერათა ჰარმონიულ კომპლექსებს,  რომლებიც  რაღაც  აზრის  გადმოსაცემად, თავის მხრივ, ქმნიდნენ არაგრამატიზირებულ წინადადებებს. აქვე წამოდგენილია  წინარენოსტრატული ენის  არაგრამატიზირებულ წინადადებებში შემავალი არქეტიპების გაერთიანებისა და შემდგომი ფონეტიკური ცვლილებების შედეგად თანამედროვე  სიტყვების ჩამოყალიბების მაგალითები.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.